კატეგორია: სამართალი

“დღეს დილით ათენის პოლიციაში ქართველი მამაკაცი ცემეს” – ავთანდილ გიუნაშვილი

"დღეს დილით ათენის პოლიციაში ქართველი მამაკაცი ცემეს" - ავთანდილ გიუნაშვილი

არალეგალი ქართველი ემიგრანტები ბოლო 2 კვირაა ბერძენი სამართლადამცველების მხრიდან თავდასხმის ობიექტები ხდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ქართველი ემიგრანტების სახლის ხელმძღვანელმა ტვ პირველს მიაწოდა. ავთანდილ გიუნაშვილის თქმით, დღეს, 22 მაისს, დილით ათენის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე სცემს, რომელიც საბერძნეთში 10 წლის შვილთან ერთად იმყოფება. მისი თქმით, დაზარალებული მამაკაცი დახმარებას ითხოვს. – ის აცხადებს, რომ […]

“მეუფე საბა გიგიბერიას 12 წლის დისშვილი დააბეს და ფულის ტომრების ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ”

"მეუფე საბა გიგიბერიას 12 წლის დისშვილი დააბეს და ფულის ტომრების ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ"

კურიერისთვის ცნობილი გახდა სენაკში მომხდარი გახმაურებული ყაჩაღობის დეტალები. საქმე ეხება სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას, რომლის სახლშიც ყაჩაღები ფულით სავსე ტომრებს ეძებდნენ. თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ, რომელიც ამავე დროს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, სახლში დიდი ოდენობით თანხა მიიტანა. გასული წლის აგვისტოში მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას ოჯახზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და სავარაუდოდ, შეკვეთილი […]

ვინ არის მე-11 კლასელი გოგონა, რომელმაც გურიაში თავი მოიკლა

ვინ არის მე-11 კლასელი გოგონა, რომელმაც გურიაში თავი მოიკლა

მე-11 კლასელი, რომელმაც ლანჩხუთში ბოლო ზარის დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქეთი გეგუჩაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ქეთი გეგუჩაძის ძმა, 17 წლის არასრულწლოვანი სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხა. გურიაში საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პრაიმ ტაიმი

დიდ დიღომში ახალგაზრდის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

დიდ დიღომში ახალგაზრდის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. “მთავართა” საუბარში დაკავებულის მამა ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის იყო კამათი და მის შვილს დანა არ ჰქონია. კრიმინალური შემთხვევა დედაქალაქში გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. დაჭრილს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული. ახალგაზრდას კლინიკაში გადაყვანისთანავე ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე […]

დმანისში 5 წლის ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ს.ა-ს 15 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

14 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წლის […]

საბერძნეთში ქურდობისთვის დაკავებულ 6 ქართველს შორის 2 ქალია

საბერძნეთში ქურდობისთვის დაკავებულ 6 ქართველს შორის 2 ქალია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ქალაქ ატიკაში ქურდობის ბრალდებით 6 ქართველი დააკავეს. დაკავებულებს შორის 2 ქალია. ათენის პროკურატურამ დაკავებულების ვინაობაც გაასაჯაროვა. დანაშაულებრივი ჯგუფი 12 მაისს დააკავეს. მათ ბრალად ქურდობა ედებათ. ქურდობის ფაქტი ქალაქ ატიკაში, 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, როდესაც  დაჯგუფებამ ძვირადღირებული ტექნიკა (კომპიუტერები და ტელეფონები), საიუველირო ნაკეთობები და საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ასევე 6.220 ევროს ღირებულების 2 ავტომობილი […]

საბერძნეთში რამდენიმე ქართველი დააკავეს

საბერძნეთში რამდენიმე ქართველი დააკავეს

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთის ქალაქ ატიკში, ქურდობის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს. დაკავებულთა შორის 3 ქალია. მედიის ცნობითვე, საქართველოს მოქალაქეები დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ქურდავდნენ. პოლიციის ცნობით, ატიკში ქურდობს ფაქტი 18 სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 190 000 ევროს აჭარბებს. უნდა აღინიშნოს, რომ დაჯგუფების წევრების უმრავლესობას წარსულში ბრალი მსგავსი დანაშაულებისათვის […]

ქემალ არძინბას მკვლელობისთვის ბათალ ფილია დააკავეს

ქემალ არძინბას მკვლელობისთვის ბათალ ფილია დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ექს-პრეზიდენტის ვლადისლავ  არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პროკურატურა ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ცნობით,  დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ბათალ ნოდარის ძე ფილია. მისი დაკავება 19 მაისს საღამოს მოხდა. როგორც ე.წ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები მტკიცებულებების შესაკრებად. ბათალ ფილია […]

დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

თბილისში, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ,  შელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ტვ პირველი შს სამინისტროს უკვე დაუკავშირდა. უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რომის ქართული ეკლესია დაარბიეს – ზიარების ღვინო კედლებს მიასხეს და გადმოყარეს სიწმინდეები

რომის ქართული ეკლესია დაარბიეს - ზიარების ღვინო კედლებს მიასხეს და გადმოყარეს სიწმინდეები

რომის ქართული ეკლესია დაარბიეს – იტალიის პოლიციის კრიმინალისტიკური სამსახური საკურთხეველში ამ წუთებშიც მუშაობს. თავდამსხმელები ტაძარში სავარაუდოდ გამთენიისას შეიჭრნენ. ეძებდნენ მოოქროვილ ნივთებს და ფულს. ზიარებისთვის განკუთვნილი ღვინო კედლებს მიასხეს და გადმოყარეს სიწმინდეები. ამ დრომდე სამართალდამცველები ვერ ახერხებენ დაადგინონ, ვინ დგას თავდასხმის უკან. მამა იოანეს თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ წირვაზე ტაძარში მისულს ყველაფერი დარბეული დახვდებოდა. ტვ პირველი