სისხლიანი გარჩევა აბანოთუბანში – მოკლულის დედა ღამით მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მის შვილს დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა დაურეკა და დახმარებისთვის ადგილზე მისვლა სთხოვა.
თვითმხილველების თქმით, სისხლიან გარჩევას გრიშაშვილის ქუჩაზე წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა.
მძიმედ არის დაჭრილი კიდევ 3 ახალგაზრდა. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
ფარზალ კარაევის ცხედარი მეჩეთში გადაასვენეს. მას დარჩა 3 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და დედა.
– მეგობარს დაურეკავს, მამაჩემი დაჭრეს და ჩამომხედეო. ესეც ჩასულა. სხვა პირების კონფლიქტი იყო და ეს დაიბარეს დასახმარებლად. დანა არტერიაში მოხვდაო, ვეღარ გადაარჩინეს, – უთხრა მთავარს ადგილობრივმა.
მთავარი

