რას ყვება დედა 17 წლის ანრი თურმანიძეზე, რომელიც ლანჩხუთში ჩამომხრჩვალი იპოვეს

რას ყვება დედა 17 წლის ანრი თურმანიძეზე, რომელიც ლანჩხუთში ჩამომხრჩვალი იპოვესტრაგედია  გურიაში – ლანჩხუთში 17  წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ანრი თურმანიძე ჩამომხრჩვალი გამთენიისას ლანჩხუთის რკინიგზის სადგურთან იპოვეს.

გარდაცვლილის შესახებ ტვ პირველისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ანრი თურმანიძე და მისი 7 დედმამიშვილი რვა წელია მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ. დედ-მამას ბავშვები გაჭირვების მოტივით ჩამოართვეს.

შვილმკვდარი დედა დანარჩენი  შვილების სახლში დაბრუნებას ითხოვს და ამბობს, რომ მის არასრულწლოვან შვილს ოჯახში ყოფნა სურდა. ანრი თურმანიძის დედის თქმით, ის შვილებს კარგად ექცეოდა და ფინანსურ დახმარებას მთლიანად ბავშვებს აძლევდა.

– ვითომ მე ბავშვებს ვცემდი, პირობებს არ ვუქმნიდი, რაც ჭირდებოდათ, ვაშიმშილებდი, ქუჩა-ქუჩა ვამათხოვრებდი, ეგ არ ყოფილა არასდროს,  რაც მქონდა საშუალება, ვაძლევდი ბავშვებს. შეიძლება ჩასაცმელს ვერ ვყიდულობდი მაგრამ რაც შემეძლო, ბავშვებს ვაძლევდი. 1 წელი რჩებოდა რომ 18 შესრულებოდა და მოვიდოდა სახლში, ჩემი შვილები დამიბრუნონ სახლში ამას მოვითხოვ, მე მეცოდინება ჩემს შვილს რა სჭირდება,

მე არ ვიცი, ჩემმა შვილმა რისთვსი ჩამოიხრჩო თავი ერთადერთი ეს ვიცი, რომ მოდიოდა, მთხოვდა: დე, სახლში მინდა”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონიათ და ბავშვებთან მშობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ტვ პირველი