თბილისში აბანოთუბანში 1 მამაკაცი მოკლეს, 3 დაჭრეს

თბილისში აბანოთუბანში 1 მამაკაცი მოკლეს, 3 დაჭრესკრწანისის რაიონში, აბანოთუბანის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

2 დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 1 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ის არამიანცის კლინიკაშია გადასვენებული.