რუსთავში, ე.წ. კომენდანტის საათის დროს “ხინკლის სახლში” ქეიფი ხმაურითა და ჯარიმებით დასრულდა. როგორც “ინფო რუსთავს” თოდრიას ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტში ერთ-ერთმა დასაქმებულმა განუცხადა, დაწესებულებაში ახალგაზრდები მათი ხელმძღვანელის მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ, ხმაურით ახლოს მდებარე კორპუსებში მცხოვრებლები შეწუხდნენ და პოლიციაში დარეკეს. ადგილზე სამართალდამცავების გამოჩენამ ახალგაზრდები გააღიზიანა, რასაც მათსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. სამართალდამცავებმა […]
კატეგორია: სამართალი
ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მელიას გამოსვლას ტაშით შეხვდნენ. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებილი ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან […]
ასპინძაში 40 წლის მამაკაცი მოკლეს
“კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ ასპინძაში, ერთ-ერთ ფერმაში, 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 60 წლის მამაკაცმა ფერმაში მყოფი მწყემსი მოკლა. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. დამატებით დეტალებს “კურიერი“ ადგილზე არკვევს.
თბილისში ბარათაშვილზე ტექნიკის მაღაზია გატეხეს
9 მაისს, გვიან ღამით თბილისში, ბარათაშვილის გამზირზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა კომემდანტის საათის დროს მოხდა. ჩამსხვრეულია მინა, თუმცა ტექნიკასთან ერთად წაღებულია თუ არა თანხა, უცნობია. ამ ეტაპზე ზარალის დასადგენად სამუშაოები მიმდინარებს. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა სავარაუდო დამნაშავე ჯერ დაკავებული არაა. მთავარი
ნიკა მელია თავის სასამართლოს ვერ დაესწრება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებილი ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია. სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 […]
ქეთი ჩხაიძე – “ზურაბ კახიშვილმა მითხრა, შენი ქმარი შენ გამო მოვკალიო””
კასპში სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი ქეთი ჩხაიძე ტვ პირველთან მკვლელობის დეტალებზე ალაპარაკდა. სკანდალური ინტერვიუ ტვ პირველის შაბათის ეთერმა ქეთი ჩხაიძის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. 28 წლის ქალი მეუღლის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა ჩხაიძე აღიარებს, რომ მკვლელობის შესახებ იცოდა და ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს არ აცნობა. ქეთი ჩხაიძე […]
პროკურატურამ ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40.000 ლარი ევროკავშირმა გუშინ, 8 მაისს, გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა. – პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს, – განაცხადა ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ. მისივე თქმით, ახლა […]
ნამოხვანში გაუჩინარებული ნიკა ანთაძის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის, ნიკა ანთაძის ცხედარი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა. ნიკა ანთაძე […]
აჭარის ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ტვ პირველს სასამართლოში უჩივის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „მსურს განცხადება გავაკეთო გუშინ ტელეკომპანია „პირველზე”, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი”, გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დისკრედიტაციას. საუბარია გასული წლის საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, რომელსაც ჰყავს მსჯავრდებულები […]
თელავში დაკარგული ნიკოლოზ რაზიკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
თელავში დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი დღეს, რამდენიმე საათის წინ აღმოაჩინეს. მას თელავის მახლობლად, ტყეში მიაგნეს. გარდაცვლილის ძმის ინფორმაციით, ახალგაზრდა დეპრესიული იყო და სავარაუდოდ მან თავი მოიკლა. ნიკოლოზ რაზიკაშვილი 3 მაისს საღამოს გაუჩინარდა, ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.










