“რუსთავში დის ქმარმა ორჯერ გამაუპატიურაო, მითხრა” – თეა გიორგაძის ჩვენება

"რუსთავში დის ქმარმა ორჯერ გამაუპატიურაო, მითხრა" - თეა გიორგაძის ჩვენებათბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმე – “ტვ პირველმა” ასელ აიპაევას მეგობრის, თეა გიორგაძის, ჩვენებაც მოიპოვა.

გიორგაძე პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მან დაკავებულ ბესიკ თორდუასგან იცის, რომ 26 წლის გოგო მისი დის ქმარმა, მურად მეირბეკევმა, გააუპატიურა.

– მე როდესაც ბესომ მითხრა, ასელი მგონი მურატმა გააუპატიურაო, ამის შესახებ ვკითხე ასელს, ხომ არ უძალადია მურადს მასზე, რაზეც მიპასუხა, რომ ქალაქ რუსთავში, მურადის ნაქირავებ ბინაში, როდესაც ასელი ჩამოვიდა ყაზახეთიდან, 29 აპრილს, ორჯერ იძალადა და გააუპატიურა მურადმა . ამიტომ არ უნდოდა მასთან ცხოვრება. თუმცა სხვა დეტალები აღარ უთქვამს, – აცხადებს ჩვენებაში თეა გიორგაძე.
ტვ პირველი