საქართველოს მოქალაქემ მადრიდში მაღაზია ერმიტაჟი გაძარცვა

საქართველოს მოქალაქემ მადრიდში მაღაზია ერმიტაჟი გაძარცვასროლა და ძარცვა მადრიდში – დაკავებულია საქართველო მოქალაქე.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მრავალჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა მადრიდის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო მაღაზია “ერმიტაჟი” გაძარცვა, დაჭრა დაცვის ორი თანამშრომელი.

დაკავებული პირი არის საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად სომეხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად ესპანეთში საცხოვრებლად წავიდა.

დანაშაული, რომელიც 1 კვირის წინ მოხდა, საკმაოდ მძიმეა – დაკავებულს ესპანეთის ციხეში საკმაოდ მძიმე სასჯელი ელის.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ესპანეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობდა.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, აპრილის ბოლოს მხოლოდ ხიხონსა და სევილიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ისინი 28 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები.

რუსთავი 2