სროლა დიღომში – 4 პირი დაიჭრა

სროლა დიღომში - 4 პირი დაიჭრა“კურიერის” ექსკლუზივი – სოფელ დიღომში სროლა იყო. მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია კონფლიქტის 4 მონაწილე. სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ უკვე ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაციები.

სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, სოფელ დიღმელებს შორის დაწყებული კონფლიქტის მოგვარება საბურთალოელებმა სცადეს რასაც გარჩევა და მოგვიანებით სროლაც მოყვა.

საქმეში გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა ფიგურირებს დანაც. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.