კატეგორია: სამართალი

„ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

„ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

„ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოჯახი მომხდარზე ჯერ არ საუბრობს. არსებული ინფორმაციით, სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ადგილზე სამართალდამცვები მუშაობენ. ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ხუთი წლის წინ მისი 21 წლის ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. იგი […]

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები. პროკურატურა […]

ძალადობა გურჯაანის საჯარო სკოლაში – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ძალადობა გურჯაანის საჯარო სკოლაში - პოლიციამ გამოძიება დაიწყო

კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე ძალადობის შესაძლო ფაქტზე აღიძრა. მეორეკლასელი მოსწავლე და მშობელი უკვე გამოკითხეს. ბავშვის დედის მტკიცებით, 7 წლის მოსწავლეს ფიზიკურად ჯერ თანაკლასელი გაუსწორდა, რომელმაც ყელის არეში მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი მასზე კლასის დამრიგებელმა იძალადა. „დამიბარეს სიუჟეტი, რომ გავიდა ტელევიზიით, რომ მოკვლევა დაიწყო თუ რა მოხდა. მოხდება ჩემი გამოკითხვა […]

გამომძიებლები სოსო გოგაშვილის ქონების აღსაწერად, მის სახლში მივიდნენ

34 მიწის ნაკვეთი, 4 ბინა, სასტუმრო, 13 მანქანა - სუს-მა გოგაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა 

სამართალდამცველები სოსო გოგაშვილის სახლთან იმყოფებიან. გამომძიებლებთან ერთად არიან ექსპერტებიც, რომლებმაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის უძრავი ქონება  და შიდა სივრცე უნდა აღწერონ და დაათვალიერონ. ოჯახის წევრებმა შესაბამის ოქმს ხელი არ მოაწერეს, თუმცა ექსპერტები ამის მიუხედავად მაინც აპირებენ  შევიდნენ დაკავებული მაღალჩინოსნის სახლში და აღწერონ მისი უძრავი ქონება. ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც გამოძიება სწავლობს, სწორედ გოგაშვილის შემოსავლებია.

პედოფილიის სავარაუდო ფაქტი ქუთაისში – პოლიციამ ორი პირი აიყვანა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

პედოფილიის სავარაუდო ფაქტი ქუთაისში – გავრცელებული ცნობით, პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით, პოლიციამ ორი პირი აიყვანა. არსებული ინფორმაციით, გაშიფრულია სქემაც, რომლითაც დაკავებულები  ბავშვებს ავიწროებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სისტემატურად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და მოსწავლეებს მოტყუებით ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე მოზარდი ფიგურირებს და მათ გამოძიებას ჩვენებაც  მისცეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მამაკაცი  ანალოგიური […]

19 წლის ბიჭის მკვლელობა ბათუმის ბულვარში – დაკავებულია ოთხი პირი

19 წლის ბიჭის მკვლელობა ბათუმის ბულვარში - დაკავებულია ოთხი პირი

ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. წუხელ, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა ბიჭს ესროლეს. ახალგაზრდა კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სისხლიანი გარჩევა ბათუმის ბულვარში – დაჭრილია სამი ადამიანი

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ბათუმის ბულვარში 3 ადამიანი დაჭრეს – შემთხვევა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან მოხდა. სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა კლინიკაში მოათავსა.

ვაკის პარკის ტრაგედია – დაკავებულია 9 ადამიანი

ტრაგედია ვაკის პარკში - 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მდებარე შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის საქმის გამოძიების ფარგლებში 9 პირი დააკავა, მათ შორის, გრინსერვისის და საექსპერტო კომპანიის თანამშრომლები. ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც […]

„ქურდობა ქუთაისის მერიის მედიაცენტრში. წაღებულია ჩემი ნოუთბუქი და „ტვ პირველის” ვიდეოკამერა“ – ირაკლი ვაჩიბერაძე

„ქურდობა ქუთაისის მერიის მედიაცენტრში. წაღებულია ჩემი ნოუთბუქი და „ტვ პირველის” ვიდეოკამერა“ - ირაკლი ვაჩიბერაძე

ირაკლი ვაჩიბერაძე სოციალურ ქსელში წერს: „ქურდობა ქუთაისის მერიის მედიაცენტრში. წაღებულია ჩემი ნოუთბუქი და “ტვ პირველის” ვიდეო კამერა. კამერებში ჩანს, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი კაცი ფანჯრიდან ოთახში შედის 07:15 საათზე“.

ვაკეში მომხდარი ტრაგედიის გამო კომპანიის დირექტორი დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე დაკავებულია „გრინსერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. „პირველების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე იმყოფება ასევე „გრინსერვისის“თანადამფუძნებელი კობა ხარშილაძე. შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში […]