„მიხეილ სააკაშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, სიცხე აქვს” – შალვა  ხაჭაპურიძე

„მიხეილ სააკაშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, სიცხე აქვს" - შალვა  ხაჭაპურიძემიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, ისევ გადაიდება. იგი კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს.

„მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება. გარდა ამისა, ის კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია. 5 დღის გასვლას ელოდებიან, რომ კორონავირუსზე ტესტი განმეორებით ჩაუტარდეს, სიცხიანია. კოვიდის გამო, სამი დღეა არ შევხვედრივარ. წესით, დღევანდელი სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს“, – თქვა ხაჭაპურიძემ.