სპეცოპერაცია დიდუბეში – ორი კაცი დააკავეს

სპეცოპერაცია დიდუბეში - ორი კაცი დააკავესგვიან ღამემდე თბილისში, დიდუბეში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. გორის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ორი კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებაც, თუმცა რა სახის, კონკრეტულ დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს. უცნობია რა დანაშაულის ჩადენას ედავება უწყება დაკავებულებს.

ადგილობრივების თქმით, სახლი სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა გაქირავებული იყო და მცხოვრებლებს ვინაობა მეზობლებისთვის უცნობია.