გორის მერის ყოფილი მოადგილე დააკავეს

გორის მერის ყოფილი მოადგილე დააკავესგორის ყოფილი მერის მოადგილე და მოსამართლე, ალექსი მარიამიძე, დააკავეს. ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ალექს მარიამიძეს გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. ხილის უნებართვოდ დაკრეფის გამო მერის ყოფილმა მოადგილემ ბავშვებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა წელიწადნახევრის წინ მოხდა – სწორედ ეს დრო დასჭირდა სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე, ამ პერიოდის განმავლოვაში კი მარიამიძე კვლავ იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციას.