გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში დღეს, 19 აპრილის დილით კაცი მოკლეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, 50 წლამდე ვალერი ნაცვლიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. ის გორის პროზექტურაში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი ჰყავთ, რომელიც ნასამართლევი პირია. მათი თქმით, აღნიშნულმა პირმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ ამნისტიის შედეგად დატოვა. ის მოკლულის მეზობელია. “სერიული მკვლელი, სურენა, […]
კატეგორია: სამართალი
გურჯაანში საფლავები გაძარცვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაძარცვეს. მიმდინარე თვეში სოფელ ჩუმლაყის სასაფლაოებიდან ალუმინის კონსტრუქციების და რკინის ჯებირების ქურდობის ეს უკვე მეორე შემთხვევა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ტერიტორიას დაცვა აღარ ჰყავს და არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ფაქტი კომენდანტის საათის დროს მოხდა, რადგან დღისით საეჭვო არავინ შეუნიშნავთ. იპნ
გორში შუახნის მამაკაცი მოკლეს
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცს ცეცხლნასროლი დაზიანება სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს. სოფელში ყვებიან, რომ ეჭვმიტანილი 75 წლის მამაკაცია. მკვლელობის ბრალდებით უკვე ნასამართლევი. ის ციხიდან ახლახანს გამოვიდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა, მომხდარი ფაქტი სოფელში მცხოვრებ ორ ოჯახს შორის წლების წინ არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, როდესაც ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენლის […]
ნიკა წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ „საქართველოს ბანკში“ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ნ.წ. -მ ხმოვანი პისტოლეტით, სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული […]
ხაიშში პოლიციელები ცემეს
ხაიშში პოლიციელები ადგილობრივებმა ცემეს. “კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევა16 აპრილს მოხდა და მასში, სავარაუდოდ, ხუთი ადგილობრივი მონაწილეობდა, მათგან სამი დაკავებულია. კონფლიქტი ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოხდა. მამაკაცები ერთ-ერთის შვილიშვილის დაბადებას აღნიშნავდნენ, როდესაც მათ პოლიციამ სახლში წასვლისკენ მოუწოდა, სწორედ ამის შემდეგ მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინცინდენტის მონაწილე ორ პირს […]
მტკვარში 54 წლის რუსთაველი ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი იპოვეს
მტკვარში რუსთაველი ქალის ცხედარი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ორ კვირიანი ძებნის შემდეგ ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი მტკვარში, ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ქალი წყალში მეთევზემ დაინახა და პოლიციაში დარეკა. 54 წლის ქალი სახლიდან 2 აპრილს გავიდა და მას შემდეგ მისი საძიებო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
ნიკა წურწუმიას ბრალი წარუდგინეს
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი წარუდგინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წურწუმიას ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ განუცხადა, ნიკოლოზ წურწუმია 236-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ადვოკატის განმარტებით, წურწუმიას ბრალად ედება ორი ან ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდება. „წურწუმია დუმილის უფლებას ამ დრომდე იყენებს. რაც შეეხება უშუალოდ იმას, რომ […]
“ბესო ზანგური გარყვნილ ქმედებას ეწევა ბავშვის წინ” – რა გადაიღო კურიერმა
შესაძლოა ძალადობაში მხილებულ მსახიობ ბესო ზანგურის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე დაიწყოს – ამჯერად, საუბარი არ არის 11 წლის წინ ოჯახში ძალადობის ფაქტზე. “კურიერის” კამერამ ბესო ზანგურის მხრიდან, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო. დეტალებს დღეს, “კურიერში” 21:00 საათზე შეიტყობთ. შეგახსენებთ, რუსთაველის თეატრის გადაწყვეტილებით, მსახიობი ბესო ზანგური ყველა როლიდან მოიხსნა, – რობერტ სტურუას ამ გადაწყვეტილებას მსახიობი […]
63 წლის თ.ს. 7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება […]
“მიყვარხართ და მენატრებით, მაკას მიმიხედეთ” – რას წერს ნიკა წურწუმია ოჯახს
“მიყვარხართ და მენატრებით, მაკას მიმიხედეთ” – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ნიკა წურწუმია, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ოჯახს მოკლე წერილობით, შეტყობინებას გაუგზავნა. გზავნილი თავდამსხმელმა მის უფლებადამცველს გამოატანა, როემლიმაც დღეს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. ადვოკატის განმარტებით, წერილის ადრესატი – “მაკა”, ნიკა წურწუმიას ორსული ცოლია. “საქართველოს ბანკზე” თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამ დრომდე […]









