გორში მოკლულის მამა – “მაჭარაშვილებმა უკვე მეორე შვილი მომიკლეს”

გორში მოკლულის მამა - "მაჭარაშვილებმა უკვე მეორე შვილი მომიკლეს"ახალდაბაში მოკლული ვალერი ნაცვლიშვილის მამა საზარელი ფაქტის შესახებ პირველ კომენტარს “ტვ პირველთან” აკეთებს.

კაცი ამტკიცებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი სირენა მაჭარაშვილია, რომელიც სწორედ მისი პირველი შვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

მოკლულის მამა ამბობს, რომ მაჭარაშვილმა მისი ლიკვიდაცია სცადა, საპყრობილედან კი ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებოდა.

– ჩემი უფროსი შვილი მაჭარაშვილის ორმა ბიჭმა მოკლა. მოვიდა ივანიშვილი და გამოუშვა. ივანიშვილი კი არა ჯანდაბიშვილია, გაუხსნა ციხის კარები და მეორე შვილი მომიკლეს. მამა-შვილმა მომიკლა – ამბობს მოკლულის მამა.
სასტიკი მკვლელობა ახალდაბაში დღეს გამთენიისას მოხდა. ვალერი ნაცვლიშვილს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 ტყვია აქვს მოხვედრილი.