27 აპრილს ოპოზიცია პარლამენტში შევა, ამნისტიის კანონს დაარეგისტრირებს და გიორგი რურუას შეიწყალებენ. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. “ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეიძლება მალე მივიღებ ამნისტიის კანონს და შესაბამისად, თუ მანამდე ვერ მოხერხდა სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, ამნისტიის შესახებ კანონის თანამხმად, ნიკა მელიაც გათავისუფლდება,” – ამბობს სალომე სამადაშვილი.
კატეგორია: სამართალი
საბერძნეთში ქართველები ყალბ პისიარ ტესტებს 10 ევროდ ყიდდნენ
საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომლებსაც ბრალად კორონავირუსზე PCR ტესტის გაყალბებული ცნობების გაყიდვა ედებათ. ბერძნული მედიის ცნობით, უცხოელების ჯგუფი, რომელთა შორის უმეტესობა ქართველები არიან, ყალბ ცნობებს სახელმწიფო საავადმყოფოში მომვლელად მუშაობისთვის იყენებდა. “ფაქტი მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ერთ-ერთმა მედდამ საავადმყოფოს ადმინისტრაციას წარუდგინა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი, თუმცა თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ის ყალბი იყო. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურებს ეცნობათ […]
ნაკაშიძეზე დაჭრილი ლევან ათანელაშვილი დოლიძის საძმოს წევრია
კრიმინალური ვენდეტა თბილისის ცენტრში – “ტვ. პირველის” ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ნაკაშიძის ქუჩაზე დოლიძის საძმოს წევრი, “ათანელა”, იგივე ლევან ათანელაშვილი, ჩაცხრილეს. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცს ქილერმა ესროლა, რომელიც ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის ფორმაში იყო ჩაცმული და ცეცხლი მოპედიდან გახსნა. ქილერმა ძმები ათანელიშვილებიდან ერთ-ერთს ერთი მჭიდი დააცალა. შემთხვევის ადგილი პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, ჩაკეტილია დოლიძის ქუჩამდე მისასვლელი გზები.
“ქუჩის სახელი ჰკითხა და ესროლა” – ნაკაშიძის ქუჩაზე დაჭრილი ლევან ათანელაშვილია
საბურთალოზე, ნაკაშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ პირველი კომენტარი დაჭრილის დედამ ტვ პირველთან გააკეთა. მისი თქმით, ლევან ათანელაშვილი ეზოში ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მასთან უცნობი პირი გლოვოს მოპედით მივიდა. უცხობმა პირმა მას ქუჩის სახელი ჰკითხა, რის შემდეგაც საკურიერო ყუთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და მისი მიმართულებით გაისროლა. – მარცხენა ზედა კიდური აქვს დაზიანებული. ძაღლს ასეირნებდა უბანში, არც […]
“ყველანი შოკში ვართ” – ოზურგეთში 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს ეძებენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგონას ეძებენ. მე-12-ე კლასელი მარიამ ბურჭულაძე უკვე მეორე დღეა არ ჩანს. სოფელ შემოქმედში მცხოვრები გოგონა გუშინ სკოლაში სამივე გაკვეთილს ესწრებოდა. სკოლის შენობიდან გამავალი ის კლასის ხელმძღვანელმაც დააფიქსირა, თუმცა ამის შემდეგ გოგონა აღარავის უნახავს. სად შეიძლება იყოს არასრულწლოვანი, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერსიები არ არსებობს. “წყნარი, უკონფლიქტო გოგონაა. არავითარი მოუწესრიგებლობა ან ზედმეტად ემოციურობა […]
ლანჩხუთში 46 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს
ნაკაშიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერმა 1 პირი დაჭრა
ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ადგილობრივების ცნობით, თავდამსხმელი „გლოვოს“ მოპედით გადაადგილდებოდა, როდესაც მასსა და ორ ადგილობრივს შორის შელაპარაკება მოხდა. ადგილობრივების მტკიცებით, ადგილზე სროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს. ამ წუთებში დაშავებულს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. „მოპედზე რომელიც იჯდა, იმან ესროლა. ორნი იყვნენ, ერთი არის დაჭრილი. სროლის ხმა გავიგე და ამიტომ […]
“რატომ დააჭერინე ჩემი შვილებიო” – გორში ვალერი ნაცვლიშვილის მკვლელობა 2004 წლის მკვლელობასთანაა კავშირში
19 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილი მოკლეს. შემთხვევა დაახლოებით 8 საათზე მოხდა. მას სანადირო თოფით, დამიზნებით ესროლეს. ვალერი ნაცვლიშვილის და ამბობს, რომ ეს იმ ბიჭების მამამ გააკეთა, რომლებმაც 2004 წელს ვალერის ძმა, გია ნაცვლიშვილი მოკლეს. ,,ჯერ ერთი ძმა მომიკლეს 2004 წელს, ახლა მეორე. ისინი სერიული მკვლელები არიან. ეს გააკეთა სურენა მაჭარაშვილმა. […]
პროკურატურამ ფეხბურთელ გოგონათა მწვრთნელს ბრალი წაუყენა
ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მამაკაც მწვრთნელს, რომელიც ქალ ფეხბურთელებზე სექსუალურ ძალადობასა და თაღლითობაშია ბრალდებული. ორგანიზაცია წერს, რომ სისხლის სამართლის პროცესის პარალელურად, მწვრთნელის მხრიდან, სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, სადაც ფეხბურთელ გოგონებს ასევე ორგანიზაცია იცავს. “2021 წლის 14 აპრილს პროკურატურამ კაც მწვრთნელს ბრალი წარუდგინა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გოგოების მიმართ, დიდი ოდენობის […]
გორში მოკლულის მამა – “მაჭარაშვილებმა უკვე მეორე შვილი მომიკლეს”
ახალდაბაში მოკლული ვალერი ნაცვლიშვილის მამა საზარელი ფაქტის შესახებ პირველ კომენტარს “ტვ პირველთან” აკეთებს. კაცი ამტკიცებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი სირენა მაჭარაშვილია, რომელიც სწორედ მისი პირველი შვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მოკლულის მამა ამბობს, რომ მაჭარაშვილმა მისი ლიკვიდაცია სცადა, საპყრობილედან კი ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებოდა. – ჩემი უფროსი შვილი მაჭარაშვილის ორმა ბიჭმა მოკლა. მოვიდა ივანიშვილი და გამოუშვა. ივანიშვილი კი […]









