პროკურატურამ ფეხბურთელ გოგონათა მწვრთნელს ბრალი წაუყენა

პროკურატურამ ფეხბურთელ გოგონათა მწვრთნელს ბრალი წაუყენაორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მამაკაც მწვრთნელს, რომელიც ქალ ფეხბურთელებზე სექსუალურ ძალადობასა და თაღლითობაშია ბრალდებული.

ორგანიზაცია წერს, რომ სისხლის სამართლის პროცესის პარალელურად, მწვრთნელის მხრიდან, სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, სადაც ფეხბურთელ გოგონებს ასევე ორგანიზაცია იცავს.

“2021 წლის 14 აპრილს პროკურატურამ კაც მწვრთნელს ბრალი წარუდგინა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გოგოების მიმართ, დიდი ოდენობის თანხის თაღლითობის დანაშაულზე. სასამართლომ მწვრთნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა.

სასამართლომ დაზარალებული ქალი ფეხბურთელების ადვოკატს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, ამით ხელი შეუშალა დაზარალებულების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას.

სასამართლომ არ აუკრძალა დანაშაულში ბრალდებულ მწვრთნელს გოგოებთან (დაზარალებულებთან) მიახლოება, რის გამოც ბრალდებული მიზანმიმართულად ჩნდება იმ სივრცეებში, სადაც გოგოები იმყოფებიან (მათ შორის მატჩის დროს) და ამით განზრახ იწვევს განმეორებით ტრავმას, უჩენს გოგოებს შიშს და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ”, – წერს ორგანიზაცია.
ის მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა პროკურატურამ, დანაშაულში დაზარალებული ქალი ფეხბურთელების უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.

მთავარი