ნინუცა მაყაშვილი შსს-ში დაიბარეს

ნინუცა მაყაშვილი შსს-ში დაიბარესმსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი შსს-ში დაიბარეს.

ინფორმაციას თავად მაყაშვილი ადასტურებს. საქმე ეხება გადაცემა “ფარულ კონვერტში” გასულ ინტერვიუს, სადაც მსახიობმა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა.

გადაცემაში ნინუცა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ 11 წლის წინ მისი ყოფილი მეუღლე, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროს.

ნინუცა მაყაშვილი ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს. მსახიობი ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გაიხსენა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მაგალითი მიეცა.

“ჩემი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ეს სიტუაცია იმდენად დიდი დოზით არის, მაშინ 10 და 11 წლის წინ არ იყო ამხელა ცნობიერება. არ იყვნენ ქალები ასეთი ძლიერები. ყოველთვის იყო და ეხლაც არის ისეთი ადამიანი, ვინც ქალს ადანაშაულებს და ძალიან სასაცილოა, როცა ამას ქალები აკეთებენ.

ზუსტად ვიცი, რას განიცდიან ისინი და რატომაც ვერ ან არ აკეთებენ, ამ ნაბიჯს არ დგამენ, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ მომავლის, მათ ეშინიათ იმის, რომ მათ გვერდით არავინ არ დაუდგებათ, მათ ეშინიათ იმის, რომ ზურგი არ ეყოლებათ და მე მინდოდა ვყოფილიყავი ყველა ამ ქალის მაგალითი, რომ ზურგი ყოველთვის არსებობს,”- განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.