ხობში ბაბუამ 23 წლის შვილიშვილი მკერდში დაჭრა

ხობში ბაბუამ 23 წლის შვილიშვილი მკერდში დაჭრახობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბაბუამ მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ოპერაცია უტარდება. ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

„ბაბუამ დაჭრაო, ასე ამბობენ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს” ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.