ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას განცხადებით, მას სურდა მეუღლეს გარიდებოდა, თუმცა, ე.წ. კომენდანტის საათის გამო მას სახლიდან არ უშვებდნენ. კოდუას თქმით, ის ლიფტთან წაიქცა და შირმას დაეჯახა.
ბრალდებულმა რამდენჯერმე ახსენა, რომ მას 30 წელია ოჯახი აქვს და დეტალებზე არ სურს საუბარი.
“მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული – “ამან თქვა, იმან თქვაო”, ავდექი, ლიფტთან დაიწყო – არ წახვიდე, სად მიდიხარო… ლიფტთან წავიქეცი და შირმას დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე საუბარი. მაკავებდნენ, კომენდატის საათი იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი.
4 შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, “იმან თქვა, ამან თქვაზე” აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, 4 სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, კომენდანტის საათი რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი”, – განაცხადა კოდუამ.
იპნ

