კატეგორია: სამართალი

რუსთავში 17 წლის გოგონამ თანატოლი გოგონა მუცელში დაჭრა

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

რუსთავში არასრულწოვანმა გოგომ არასრულწლოვანი გოგო დაჭრა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით დაჭრის ფაქტი XX მიკრორაიონში დაფიქსირდა. თანატოლებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა. 17 წლის გოგონას ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა. დაშავებული “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი პირველადი დახმარება და ის, ბინაზე უკვე გაწერეს. მეზობლების ინფორმაციით […]

საგარეჯოში 60 წლის მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა და მოკლა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

საგარეჯოში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მოხდა. კაცს პირველადი დათვალიერებით დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას თანასოფლელი ტრაქტორით დაეჯახა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გამოკითხეს ტრაქტორის მძღოლი, რომელიც აღიარებს დანაშაულს. საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ვასილ მახარაძეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 9 წელი მიესაჯა

"ვასილ მახარაძემ გააბათილა ვერსია, რომ შაქარაშვილი ხუთმა პირმა სცემა და წყალში ჩააგდო" - ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 8 სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. დაკავებული 5 პირიდან 4 ბრალდებულს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს – მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. იპნ-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. ცნობისთვის, ფეხბურთელ […]

რუსთავში 50 წლის მამაკაცი კორპუსის კედელზე მიყრდნობილი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში 50 წლის მამაკაცი კორპუსის კედელზე მიყრდნობილი გარდაცვლილი იპოვეს

18 მარტს რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, კაცი დილის საათებში, დამჯდარ მდგომარეობაში, საცხოვრებელი კორპუსის კედელზე მიყრდნობილი იპოვეს. მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ჰაერის დაბალი ტემპერატურა სახელდება. 50 წლამდე კაცი უსახლკარო იყო და ქუჩაში ცხოვრობდა. “გუშინ მთელი დღე აქ დადიოდა ეს კაცი, ფერი არ ჰქონდა სახეზე, ვიფიქრე, ამას რაღაც აწუხებს თქო. […]

გოგი წულაიას 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

გოგი წულაიას 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. თავად ბრალდებული გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, […]

გოგი წულაია – “ჩემმა ცოლმა ყველაფერი გაიგო და გავხსნათ სასამართლო”

გოგი წულაია - "ჩემმა ცოლმა ყველაფერი გაიგო და გავხსნათ სასამართლო"

ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებიდან მალევე დაიხურა, მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმეში სექსუალური ძალადობის ნიშნების გამო მიიღო. პროცესის დახურვა თავად ბრალდებულმა გააპროტესტა, სხდომაზე წულაიამ განაცხადა, რომ ამბავი მისმა მეუღლემ უკვე გაიგო და შესაბამისად, დასამალიც აღარაფერი აქვს. “გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი” – […]

ველისციხეში სახლში 80 წლის ქალის ცხედრის ნაწილები იპოვეს

ველისციხეში სახლში 80 წლის ქალის ცხედრის ნაწილები იპოვეს

ველისციხეში 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ის რამდენიმე კვირის გარდაცვლილია, რადგან სახლში მხოლოდ ნაწილებს მიაკვლიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დედას ხშირად სცემდა. მათივე თქმით, შვილმა ქალის გარდაცვალება არავის აცნობა. მეზობლებმა ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სახლიდან საშინელი სუნი გამოვიდა და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. შინაგან […]

“გოგი წულაიამ ა.დ-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა” – პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი წარუდგინა

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია

საქართველოს პროკურატურამ, ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის გოგი წულაიას  ბრალდება წარუდგინა. 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.ს.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, სადაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და […]

“გასაყიდად გლოკის 7 ცალი იარაღი და მჭიდები მისცა” – პოლიციამ 2 პირი დააკავა

"გასაყიდად გლოკის 7 ცალი იარაღი და მჭიდები მისცა" - პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.კ. და 1994 წელს დაბადებული თ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების მიზნით ე.კ.-ს 7 ცალი “გლოკის” […]

“ქუთაისიდან 3 დღით რომ წაჰყვა, რა ეგონა იმ ქალს, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?” – გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას,  წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა. პოლიტიკოსის განმარტებით, მას აღნიშნული ქალი მიუგზავნეს და პროვოკაციას წამოეგო. “ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე რომ წაყვა, რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?!”-განაცხადა წულაიას მეგობარმა, ლევან […]