კატეგორია: სამართალი

ზუგდიდში თურქულ კომპანიას მანქანა მოპარეს და ნაწილებად დაშალეს

ზუგდიდში თურქულ კომპანიას მანქანა მოპარეს და ნაწილებად დაშალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 3 პირი: 1993 წელს დაბადებული გ.ჭ. 1977 წელს დაბადებული მ.შ. და 1991 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, […]

30 წლის დ.კ-მ ნიკა მელიას პლაკატს მანქანიდან ესროლა და კახეთში გაიქცა – შსს-მ ის დააკავა

30 წლის დ.კ-მ ნიკა მელიას პლაკატს მანქანიდან ესროლა და კახეთში გაიქცა - შსს-მ ის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, კახეთში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 მარტს, დ.კ.-მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე […]

“გოგი წულაიას ჩემგანაც მოხვდა” – რას ამბობს ქალი, რომელიც გოგი წულაიას ძალადობაში ადანაშაულებს

"გოგი წულაიას ჩემგანაც მოხვდა" - რას ამბობს ქალი, რომელიც გოგი წულაიას ძალადობაში ადანაშაულებს

“ბატონ გოგისაც მოხვდა ჩემგან… არ ვიცი რა დაემართა”, – ამის შესახებ მედიასთან ასმათ დვალიშვილი საუბრობს, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოს გოგი წულაიას ძალადობას ედავება. _ მერე რაღაც დალია, მერე რაღაც ვერ მოზომა.. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. არ ვაპატიებ ამას. ნასვამი იყო და არ ვიცი, რა დაემართა, არანაირი გამართლება არ აქვს ამას, – ამბობს ის. _ როგორ დააღწიეთ თავი […]

მუხიანში სუსის სპეცოპერაციის დროს ავარია მოხდა

მუხიანში სუსის სპეცოპერაციის დროს ავარია მოხდა

დღეს სუსმა 3 პირი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავა, რასაც ინციდენტი მოჰყვა. დაკავება მუხიანში განხორციელდა. რომლის დროსაც დასაკავებელმა პირებმა გაქცევა სცადეს. შედეგად გობრონიძის ქუჩაზე ავარია მოხდა. ინფორმაცია “მთავარს” სუს-შიც დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავების ღონისძიებისას სამმა პიროვნებამ მიმალვა სცადა, რომლის დროსაც შეჯახება მოხდა. სამივე ბრალდებული დაშავებულია, ისინი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სუსმა ყალბი 100 ლარიანების გასაღებისთვის 3 პირი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში ბრალდებულმა გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირზე გაასაღა ყალბი 100 ლარიანი კუპიურები ჯამში 1.400 ლარი, ხოლო დამატებით ყალბი 2.000 ლარის გასაღება, თანმხლებ 2 პირთან ერთად განახორციელა 2021 წლის 17 მარტს. გამოძიება საქართველოს სისხლის […]

გოგი წულაია თბილისში, ნაქირავებში, ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია

გოგი წულაიას დაკავების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შსს-ს ცნობით, პოლიტიკოსი ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე […]

მცხეთაში მიწის ნაკვეთის მითვისების ფაქტზე 3 პირი ამხილეს

მცხეთაში მიწის ნაკვეთის მითვისების ფაქტზე 3 პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შექმნეს ყალბი დოკუმენტები, რომ სარგებლობაში ჰქონდათ მცხეთის რაიონში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთი. ცრუ მოწმეების მონაწილეობით შედგენილ იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერად […]

გოგი წულაია დააკავეს

გოგი წულაია დააკავეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს. როგორც “მთავარს” უწყებაში უთხრეს, წულაია ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლით დააკავეს.

გორში მამაკაცის დაჭრისთვის 19 წლის ლ.ნ. დააკავეს

გორში მამაკაცის დაჭრისთვის 19 წლის ლ.ნ. დააკავეს

გორში ვერხვების დასახლებაში მასობრივი სროლის დროს 1 მამაკაცის დაჭრისთვის 19 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. 2001 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. დანაშაულები […]

შსს-მ ნახევარი კილოგრამი ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია 42 წლის ვ.ა.

შსს-მ ნახევარი კილოგრამი ჰეროინი ამოიღო - დაკავებულია 42 წლის ვ.ა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ვ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. […]