ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ბულინგის ფაქტს მანდატურის სამსახური ეხმაურება და აცხადებს, რომ სკოლის ტერიტორიაზე კონფლიქტი არ მომხდარა, თუმცა როგორც კი მანდატურებისთვის მომხდარის შესახებ გახდა ცნობილი, მათ მყისიერად შეატყობინეს პოლიციას. მანდატურის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობის/ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე […]
კატეგორია: სამართალი
“ბაჩალიაშვილს გულაშვილი დავალებებს აძლევდა” – მიხეილ რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვლის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა ივანე გულაშვილმა მისთვის მიწოდებული ინფორმაცია მოგვიანებით უარყო, რის სავარაუდო მიზეზადაც ადვოკატი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ასახელებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გულაშვილის ადვოკატის, დავით ხარატის მეუღლე მერი გულუაშვილი მოსამართლეა – ეს ინფორმაცია “მთავარი არხის” ეთერში მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა. თავად გულაშვილს, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მოგვიანებით […]
პოლიციამ ო.რ-ს მანქანიდან 2 ავტომატი, 3 მჭიდი და 1.000 ვაზნა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ო.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ო.რ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას საკუთარი ავტომანქანით […]
ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. 1968 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.პ.-სა და 1972 წელს დაბადებულ ე.ა.-ს “ქურდული სამყაროს” წევრობა და გამოძალვა ედებათ ბრალად. დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე […]
“ბერას ვაგინე ფეისბუქზე. ყველა სტატუსზე ვაგინე” – რატომ ცემეს ზაზა მდივანი
ზაზა მდივანი ამბობს, რომ დღეს დილის 11 საათზე ორმა ნიღბიანმა პირმა სასტიკად ცემა. მისივე თქმით, თავდამსხმელები კასტეტებით იყვნენ შეიარაღებული. მათ ცემის მიზეზი არ უთქვამთ. “უცებ დამარტყა. წავიქეცი, შემდგნენ, კარგად მცემეს, ხმა არ ამოუღიათ და უცებ გაიქცნენ. მოგზავნილები იყვნენ. ბერას და ღარიბაშვილის ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა, მერე ბერას ვაგინე ფეისბუქზე. ყველა სტატუსზე ვაგინე. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია” […]
ვენერა კურტანიძე სკოლის მანდატურების დასჯას ითხოვს
ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული ვენერა კურტანიძე, რომელმაც არასრულწლოვნები მუხლებზე დააჩოქა და მათ ბოდიში იძულებით მოახდევინა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვენერა კურტანიძე სკოლის მანდატურების დასჯას მოითხოვს. “ყველა სრულწლოვანი დაისჯება, მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვ მანდატურის დასჯას, რომლებსაც რეაგირება რომ გაეკეთებინათ პირველ ვიდეოზე, მსგავსი რამე აღარ მოხდებოდა”,- თქვა ვენერა კურტანიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა. დღესვე მას სასამართლომ 4.000 ლარიანი გირაო […]
ბებიას, რომელმაც შვილიშვილის დამჩოქებელი თანაკლასელები დააჩოქა, 4.000 ლარიანი გირაო შეეფარდა
ლაგოდეხის სასამართლომ ლაგოდეხში მე-6 კლასის მოსწავლეების მიმართ განხორციელებული იძულების საქმეზე არასრულწლოვნის ბებიას აღკვეთის ღონისძიების სახით 4.000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესზე ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყო წარმოდგენილი. ბრალდებულმა ლ.კ-მ სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე […]
ამირან ფალავანდიშვილის მკვლელობისთვის ნატანებში მისი შვილი დააკავეს
ნატანებში 2021 წლის 21 იანვარს ამირან ფალავანდიშვილის მკვლელობისთვის მისი შვილი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით […]
გოგი წულაია – “ვსო, არ გინდა, ნუ გინდა, ძალა რომ იყოს, მე გიკბენდი, შენ კი არა” – ვიდეო
ტვ პირველმა გაავრცელა ვიდეოკადრები გოგი წულაიას საქმიდან. გოგი წულაია: – ელემენტარულ რაღაცაზეა საუბარი, ბიჯო, უყურებ, რომ არა ვარ აგრესიული, ელემენტარულებს გთხოვ, დამიდექი ელემენტარულად გვერდში… ვსო, არ გინდა, ნუ გინდა. ბოდიში. მე ბოდიში. ხომ არ ვხატავ აგრესიას შენ მიმართ? ქალის ხმა (სავარაუდოდ მსხვერპლი, არ ჩანს სახე): – არა. – მაშინ ვსო. ძალა რომ იყოს მაშინ მე […]
ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ა.ბ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის […]










