ზაზა მდივანი ამბობს, რომ დღეს დილის 11 საათზე ორმა ნიღბიანმა პირმა სასტიკად ცემა. მისივე თქმით, თავდამსხმელები კასტეტებით იყვნენ შეიარაღებული. მათ ცემის მიზეზი არ უთქვამთ.
“უცებ დამარტყა. წავიქეცი, შემდგნენ, კარგად მცემეს, ხმა არ ამოუღიათ და უცებ გაიქცნენ. მოგზავნილები იყვნენ.
ბერას და ღარიბაშვილის ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა, მერე ბერას ვაგინე ფეისბუქზე. ყველა სტატუსზე ვაგინე. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია” – უთხრა ზაზა მდივანმა ტვ პირველს.
მომხდარის შესახებ ზაზა მდივანმა პოლიციაში განაცხადა.
შსს-ს ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია.

