პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულებიდან ორს სასჯელად 10-10 წლიანი, ორს 7-7 წლიანი, ერთს 8 წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ: თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რეზიდენტი საბანკო დაწესებულებების და არარეზიდენტი ფიზიკური პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, […]
კატეგორია: სამართალი
მამა-შვილს სომხეთის 3 მოქალაქე მონებად ჰყავდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოავლინეს. სამი პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი: 1960 წელს დაბადებული ბ.წ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2015-2016 წლებში […]
კასპში ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის ზ.კ. დააკავეს
პოლიციამ კასპში 33 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს- გაცნხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კასპში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, […]
რუსთავში 50 წლის ქალმა 30 წლის ქალი ცემა
რუსთავში ქალმა ოჯახის წევრს სცემა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 50 წლამდე ქალსა და ოჯახის წევრს, 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 50 წლამდე ქალი, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცავებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. ინფორუსთავი
კასპის სასაფლაოზე 33 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი იპოვეს
კასპში, ერთ-ერთ სასაფლაოზე 33 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ერთ-ერთმა მწყემსმა იპოვა. გარდაცვლილი კასპში მცხოვრები ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად ,,კონტარაა”. იგი ყოფილი მსჯავრდებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება თვენახევრის წინ დატოვა. მას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. გარდაცვლილის ნაცნობები მომხდარის ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, […]
მიხეილ რამიშვილი – “მარი შარაშიძეს პროკურატურა თეონა თამაზაშვილის და ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებს”
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოწმის, მარი შარაშიძის, დაკავებით, შესაძლოა, საფრთხე გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახსაც შეექმნას. მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოძიება ცდილობს, შარაშიძის მიერ მტკიცებულებების გაყალბება მას და ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს დააბრალოს. “ანალოგიურს განახორციელებს პროკურატურა და ეს ყველაფერი უკვე იქნება თეონადან, თამარ ბაჩალიაშვილის დედიდან, დაწყებული, მერე უკვე ჩემზე […]
ფერმა, რომელშიც 20 წლის მამაკაცს რუსი ფეტისოვი შემოაკვდა, მარიკა ვერულაშვილის ძმას ეკუთვნის
„პრაიმტაიმმა“ კახეთში, ტრეფიკინგის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია. დაკავებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 20 წლის მამაკაცია. მას საქონლის ფერმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორია, სადაც ბრალდებულს ფერმა ჰქონდა მოწყობილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მარიკა ვერულაშვილის, ოჯახს ეკუთვნის. ბრალდებულს ეს ტერიტორია მარიკას ძმისგან ქირით ჰქონდა აღებული, თუმცა, როგორც ჩანს, ქონების მესაკუთრეს დანაშაულის შესახებ […]
გორში 32 წლის მამაკაცმა ავტომატიდან რამდენჯერმე გაისროლა – პოლიციამ გ.ს. დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ს. გორში დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომატური […]
სუსმა შუახევის მერიის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ინვესტორს 4.000 ლარის სანაცვლოდ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში და უჩამბის თემში მდებარე ორი ობიექტის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად […]
“რუსეთის მოქალაქეს საქონლის სადგომში აცხოვრებდა და ცემდა, ბოლოს კი შემოაკვდა” – რა მოხდა გავაზში
პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სამუშაოდ მასთან, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ფერმაში მიიწვია. ბრალდებულმა მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში, მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ერთ-ერთი ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, […]










