კატეგორია: სამართალი

ნოდარ მელაძე 15 და 16 მარტს შსს-ში დაიბარეს

ნოდარ მელაძე სუსში მივიდა

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე 15 და 16 მარტსაა დაბარებული. ჟურნალისტი 15 მარტს 11:00 საათზე სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზეა დაბარებული, 16 მარტს კი აუდიოჩანაწერების საქმეზე. ცნობისთვის, 6 მარტს “ტვ პირველმა” აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ […]

“ნიკა ბასილაშვილის მიმართ სიძულვილის ენას იყენებენ” – ირმა ჭკადუა ნინო ლომჯარიას მიმართავს

"ნიკა ბასილაშვილის მიმართ სიძულვილის ენას იყენებენ" - ირმა ჭკადუა ნინო ლომჯარიას მიმართავს

ნიკა ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ომბუდსმენს მოუწოდებს დაინტერესდეს იმ ფეისბუქ პოსტებით, რომლებიც  ბასილაშვილის გამარჯვებას მოჰყვა. “მე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმპცია და მის მიმართ სიძულვილის ენა არაერთხელ იქნა გამოყენებული. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი ბრალდებულია, არ ნიშნავს, რომ არ აქვს […]

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალი წარედგინა

მარი შარაშიძე - "თამარ ბაჩალიაშვილი სიკვდილამდე 1 თვით ადრე საფრთხის შესახებ მაფრთხილებდა"

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალდება წარუდგინა. “თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა  მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ფოტომასალა ე.წ. “სქრინშოტები”, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის […]

გურიაში 29 წლის მამინაცვალი 10 წლის გერის მიმართ სექსუალური ქმედებისთვის დააკავეს

გურიაში 29 წლის მამინაცვალი 10 წლის გერის მიმართ სექსუალური ქმედებისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.მ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით 14  წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის […]

კასპში პოლიციელი აქიფ მაჰმუდოვი 10-მა კაცმა ცემა

კასპში პოლიციელი აქიფ მაჰმუდოვი 10-მა კაცმა ცემა

7 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ჯგუფური ანგარიშწორება განხორციელდა პოლიციელზე, რომელშიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები ფიგურირებენ. პოლიციელს 10-მდე კაცი სასტიკად გაუსწორდა. სამართალდამცველმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პოლიციელი აქიფ მაჰმუდოვი კლინიკიდან 10 მარტს გამოწერეს. პოლიციელს თავს დაესხნენ “ოცნების” კოორდინატორის ნათესავები, რომლებსაც სამართალდამცველმა შენიშვნა მისცა მანქანით დიდი სიჩქარით გადაადგილების გამო. პოლიციელზე თავდასხმის […]

65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით აბაშაში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით აბაშაში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აბაშაში, 65 წლის ქალის გაუპატიურების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში, 1981 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. […]

“რასაც პროკურატურა ითხოვს, “TV პირველში” არ ინახება, რომ იყოს, მაინც არ გადავცემთ”

გიორგი მშვენიერაძე: მიზანმიმართული ძალადობა იყო, რათა ადამიანებს სასჯელი მიეღოთ

“TV პირველის” ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე იმ განჩინებაში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობს, რომლითაც სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, “წინააღმდეგობის გაწევისას” კი “იძულების პროპორციული ზომის” გამოყენების უფლება მისცა. როგორც მშვენიერაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “კომენტარში” განაცხადა, კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის დროს მიღებული ინფორმაცია აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო […]

პროკურატურას ტვ პირველიდან ჩანაწერების ამოღების ნებართვა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მისცა

პროკურატურას ტვ პირველიდან ჩანაწერების ამოღების ნებართვა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მისცა

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც პროკურატურას ტვ პირველიდან ჩანაწერების ამოღების ნებართვა მისცა, სამი თვეა, რაც სასამართლოში გადაიყვანეს – მანამდე ის ხელვაჩაურსა და ისანში პროკურორი იყო. ცნობილი ხდება, რომ ეს ლაშა კლდიაშვილის პირველი პოლიტიკური საქმეა, რომელზეც უკვე მიღებულია მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში ამბობენ, რომ უკვე ცხადი ხდება, რისთვის გადაიყვანეს ლაშა კლდიაშვილი პროკურატურიდან სასამართლოში. მთავარი

“იგეგმება ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის მკვლელობა” – ლევან მამალაძე ფარული ჩანაწერის გასაჯაროებით იმუქრება

"იგეგმება ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის მკვლელობა" - ლევან მამალაძე ფარული ჩანაწერის გასაჯაროებით იმუქრება

ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან მამალაძე სოციალური ქსელში განთავსებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ საააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ფარულ ჩანაწერზე საუბრობს. როგორც მამალაძე ამბობს, ექსპრეზიდენტი ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნის მიზნით ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავს. „სააკაშვილი ადეიშვილთან საუბრისას ლაპარაკობს, რომ აქვს დაგეგმილი, განახორციელოს კონკრეტული ჟურნალისტების ერთგვარი მსხვერპლთშეწირვა – იგეგმება ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობა. ჩანაწერში […]

თეონა ონიაშვილი – “მაბრალებენ, რომ ქმარმა ფეჩი რომ მესროლა, ბავშვი სახეზე ავიფარე”

"ეტყობა, ყელში მოუხვდა და გაგუდა" - რას იხსენებს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა

ბავშვი სახეზე არ ამიფარებია, ღუმელი მომხვდა, მისი დაცვა რომ მინდოდა, გულზე მყავდა მიხუტებული, ფეჩის კარები გაიხსნა და მოხვდა, – ამის შესახებ გურჯაანში გარდაცვლილი ჩვილის დედამ, თეონა ონიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის აცხადებს, ჩვილს დაზიანება თავზე ჰქონდა. ონიაშვილი ფიქრობს, რომ ბავშვი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა და მოსამართლის გადაწყვეტილებას, ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ეთანხმება. „მეზობელთან რომ […]