აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა, საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს, – ამ სიტყვებით ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედამ ნინო ქვრივიშვილმა საქმის პროკურორებს პროცესის დაწყებამდე მიმართა. როგორც ის აცხადებდა, მისი შვილი უდანაშაულოა. “ბავშვთან ჩახუტების უფლება მომეცით, ისედაც მოგეკითხებათ ამათი ცოდვა, ბავშვები გაწირეთ სამუდამოდ, თქვენ სახელზე სანთელი უნდა დავანთო, რომ ამოწყდეთ. რა დამაწყნარებს, უდანაშაულო […]
კატეგორია: სამართალი
თელავში 24 წლის მამაკაცმა ცემა 14 წლის და, რომელსაც 25 წლის მამაკაცთან სექსი ჰქონდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ […]
გორში მამაკაცის დაჭრას მასობრივი სროლა უძღოდა წინ – ახალი დეტალები
გორში მამაკაცის დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ქართლის ცნობით, ინციდენტი ვერხვების დასახლებაში მოხდა. მამაკაცის დაჭრა წინ უძღოდა მასობრივი დაპირისპირება და სროლა. ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით სხვადასხვა ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. სულ ათამდე გასროლა დაფიქსირდა. პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში მომუშავე პირების გამოკითხვას აწარმოებს.
გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცი დაჭრეს
გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალაგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაჭრილი 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც ამ წუთებში “გორმედის” კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და ვინ იყო პირი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა, ამ ეტაპზე უცნობია.
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ-ს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სასამართლომ 9 მარტის პროცესზე გაამტყუნა, თუმცა, კონკრეტული სასჯელი დღეს გამოაცხადა. სასამართლომ ზ.ხ და ა.ქ, ისევე, როგორც 3 სრულწლოვანი პირი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში. სასამართლოს გადაწყვეტილებით: […]
გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას სასჯელზე – “წლის ბოლომდე თუ რამეს იმაიმუნებენ, თავის თავს დააბრალონ”
ბუსა ჟვანიასთვის 3 წლის მისჯას დაზარალებული ლევან თოფაძის პაპა, გოგი თოფაძე, ტვ პირველთან საუბარში ასე გამოეხმაურა: _ 3 წელიწადი მისჯილი აქვს და წელიწადნახევარში გამოვა. მაგაში ჩვენ უკვე აღარ ჩავერევით. ბევრი დავუთმეთ მაგათ. თუ იქამდე გამოვიდა, ვინმემ მოგვატყუა და გამოუშვა, ხათაბალაში გაებმებიან. _ საკმარისია თქვენთვის ეს სასჯელი? _ აი, წლის ბოლომდე თუ რამეს იმაიმუნებენ, თავის თავს […]
ნინო ქადაგიძე – “ბუსას შეწყალებისთვის არაფერი გაგვიკეთებია”
ბუსა ჟვანიასთვის 3 წლით პატიმრობის მისჯას მისი დედა, ნინო ქადაგიძე, ტვ პირველთან საუბარში ასე გამოეხმაურა: – განაჩენი მისჯილი აქვს, წელიწადნახევარი. უკვე 7 თვე არის გასული. დღეს უკვე გაიყვანეს მაგისტრატურის გამოცდაზე, სანამ იქ იჯდა, მეცადინეობდა, მოემზადა. მოგეხსენებათ, პატიმარს აქვს გამოცდის ჩაბარების უფლება _ შეწყალებაზე ხომ არ აპირებთ რამის გაკეთებას. _ ჯერჯერობით არაფერი არ გაგვიკეთებია.
ბუსა ჟვანიას გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის 3 წელი მიუსაჯეს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იპნ-ის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება. როგორც ცნობილია, ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან – განხზრახ მკვლელობის მცდელობიდან […]
ნოდარ მელაძემ სახელმწიფო დაცვაზე უარი თქვა – “დაცვის მიზანი ჩემი კონტროლი იქნება”
ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე მათი შესაძლო ლიკვიდაციის საქმის ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვენ. ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს, სადაც გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებული. ისინი ამბობენ, რომ მათი შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაწყებული გამოძიება ფორმალური ხასიათისაა. ნოდარ მელაძის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, უწყებას ერთადერთი მტკიცებულება, ლევან მამალაძის განცხადება, აქვს. “ჩემი პოზიციაა, რომ […]
შს მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა, რომელიც ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება. „ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს […]










