გორში მამაკაცის დაჭრას მასობრივი სროლა უძღოდა წინ – ახალი დეტალები

გორში მამაკაცის დაჭრას მასობრივი სროლა უძღოდა წინ - ახალი დეტალებიგორში მამაკაცის დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ქართლის ცნობით, ინციდენტი ვერხვების დასახლებაში მოხდა.

მამაკაცის დაჭრა წინ უძღოდა მასობრივი დაპირისპირება და სროლა. ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით  სხვადასხვა ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ.

სულ ათამდე გასროლა დაფიქსირდა.

პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში მომუშავე პირების გამოკითხვას აწარმოებს.