გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას სასჯელზე – “წლის ბოლომდე თუ რამეს იმაიმუნებენ, თავის თავს დააბრალონ”

გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას სასჯელზე - "წლის ბოლომდე თუ რამეს იმაიმუნებენ, თავის თავს დააბრალონ"ბუსა ჟვანიასთვის 3 წლის მისჯას დაზარალებული ლევან თოფაძის პაპა, გოგი თოფაძე, ტვ პირველთან საუბარში ასე გამოეხმაურა:

_ 3 წელიწადი მისჯილი აქვს და წელიწადნახევარში გამოვა. მაგაში ჩვენ უკვე აღარ ჩავერევით. ბევრი დავუთმეთ მაგათ. თუ იქამდე გამოვიდა, ვინმემ მოგვატყუა და გამოუშვა, ხათაბალაში გაებმებიან.

_ საკმარისია თქვენთვის ეს სასჯელი?

_ აი, წლის ბოლომდე თუ რამეს იმაიმუნებენ, თავის თავს დააბრალონ. თუ წელიწადნახევარი იქნება ციხეში, არაფერს დააშავებს იქ და გამოვა, მეც მხარს დავუჭერ.