მიხეილ რამიშვილი – “მარი შარაშიძეს პროკურატურა თეონა თამაზაშვილის და ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებს”

მიხეილ რამიშვილი - "მარი შარაშიძეს პროკურატურა თეონა თამაზაშვილის და ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებს"თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოწმის, მარი შარაშიძის, დაკავებით, შესაძლოა, საფრთხე გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახსაც შეექმნას.

მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოძიება ცდილობს, შარაშიძის მიერ მტკიცებულებების გაყალბება მას და ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს დააბრალოს.

“ანალოგიურს განახორციელებს პროკურატურა და ეს ყველაფერი უკვე იქნება თეონადან, თამარ ბაჩალიაშვილის დედიდან, დაწყებული, მერე უკვე ჩემზე გადმომისამართებული. ვითომდა ჩვენი მოთხოვნით იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული.

გამოძიება ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გადაფაროს, ყველანაირად ხელი შეგვიშალოს ჩვენ და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს ეს გოგონა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მთავარი