კატეგორია: სამართალი

“პროკურატურა ტვ პირველში შეჭრას და შევარდნას არ აპირებს” – ბაია ცანავა

"პროკურატურა ტვ პირველში შეჭრას და შევარდნას არ აპირებს" - ბაია ცანავა

მიმდინარე წლის 9 მარტს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნებოდა ,,ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება “ტვ  პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. აღნიშნული განჩინება ტელეკომპანიას შესასრულებლად გაეგზავნა 10 მარტს, ფოსტის საშუალებით. გამოძიების მიზანია […]

ქუთაისში მეგობრის მკვლელობისთვის 24 წლის ირაკლი სოფრომაძე დააკავეს

ქუთაისში მეგობრის მკვლელობისთვის 24 წლის ირაკლი სოფრომაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული პირი, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქუთაისში, მასთან სტუმრად მყოფ მეგობარს – 1978 წელს დაბადებულ ი.გ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე […]

ზურაბ შავლიაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ შავლიაშვილს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ შავლიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, თუმცა მას სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, მოსამართლემ ამ შემთხვევაში პროკურორის არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია და […]

აბაშაში 60 წლის ქალი გააუპატიურეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

აბაშის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ქალი გააუპატიურეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

გორში 55 წლის ტაქსისტის დაჭრისთვის 17 წლის ნ.დ. დააკავეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

შსს-ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, 2003 წელს დაბადებული ნ.დ. გორში, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტაქსისტს, 1965 წელს დაბადებულ გ.თ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ნ.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

ზურაბ შავლიაშვილს 11 თვის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალი წაუყენეს

"გოგოს პირველი ქმარი მივიდა ბავშვების სანახავად და მას არ უშვებდა სახლში" - გურჯაანში 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ახალი დეტალები

გურჯაანში, 11 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალი მამას, 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის წარდგენის პროცედურა ცოტა ხნის წინ, ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩატარდა. ბრალდებულის ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოჯახური ძალადობის გარდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვისაც ედება ბრალი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ სურს ამ ამბის დეტალებზე […]

გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 10 მარტს, ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცს დაზიანებები ყელის არეში, ცივი არაღით აქვს მიყენებული. ის “გორმედში” გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.. ,,სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კისრის არეში აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. ოპერაციის შემდგომ, მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ”,- განაცხადა ექიმმა მერაბ მაისურაძემ. წიბასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა, პირადი კონფლიქტის […]

თბილისში, ფონიჭალასა და მარნეულში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

თბილისში, ფონიჭალასა და მარნეულში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული რ.ი., 2002 წელს დაბადებული ა. ა., 2003 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.ი., 1974 წელს დაბადებული […]

“ეტყობა, ყელში მოუხვდა და გაგუდა” – რას იხსენებს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა

"ეტყობა, ყელში მოუხვდა და გაგუდა" - რას იხსენებს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა

განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ მომეშველა, – ამის შესახებ, გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედამ განაცხადა. გარდაცვლილი ბავშვის დედა ასევე აცხადებს, რომ მეუღლემ ბავშვი ხელიდან გამოგლიჯა. „აიყვანა და აჯანჯღარებდა რა ძალაც ჰქონდა. განწირული ხმით ვყვიროდი, „ხალხო მიშველეთ“ არავინ არ მიშველა, განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ არ მომეშველა. […]

მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ ალექსანდრე აბრამიშვილს პატიმრობა შეეფარდა

მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ ალექსანდრე აბრამიშვილს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. სხდომაზე დაკავებულის უფლებადამცველმა მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ლალი ჩაველაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. სასამართლოს […]