კატეგორია: სამართალი

დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ერთი პირი

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ასევე ერთი პირი. შემთხვევა წუხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა ჯ.ძ-მ თავი მოიკლა

სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ, მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. უწყების ცნობით, სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. […]

ესპანეთში დაკავებული გემის ეკიპაჟის ნახევარი ქართველები იყვნენ

ესპანეთში დაკავებული გემის ეკიპაჟის ნახევარი ქართველები იყვნენ

“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ესპანეთის წყლებში დაკავებულ გემზე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკები გადაჰქონდა, ქართველებიც იყვნენ. ეკიპაჟის 9 წევრიდან 4 ქართველია. საუბარია 3 ტონა კოკაინზე, რომლის ღირებულებაც ბაზარზე 150 მილიონ ევროს აღწევს. ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რა ტვირთი გადაჰქონდათ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემით. თუმცა, მათ მდგომარეობას ამძიმებს […]

“გიორგი კალატოზიშვილს არ ახსოვს, რესტორან ბერიკონიდან ნაცმოძრაობის ოფისთან როგორ აღმოჩნდა” – ადვოკატი მინდიაშვილი

"გიორგი კალატოზიშვილს არ ახსოვს, რესტორან ბერიკონიდან ნაცმოძრაობის ოფისთან როგორ აღმოჩნდა" - ადვოკატი მინდიაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული გიორგი კალატოზიშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ თქვა. ზაურ მინდიაშვილი ამბობს, რომ დაკავებული ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ გუშინ საღამოს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ ნამდვილად იყო, იყო ნასვამი და დეტალების აღდგენა უჭირს. გიორგი კალატოზიშვილი მეგობრებთან ერთად ქეიფობდა რესტორან ბერიკონში, რომელიც […]

გორში ნაცმოძრაობის ოფისზე ოთხივე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

გორში ნაცმოძრაობის ოფისის მინების ჩამსხვრევისთვის 3 პირი დააკავეს

გუშინ, 2 მარტს, “ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 4 პირის ვინაობა ცნობილია. თავდასხმაში მონაწილე თენგო მჭედლიძე, თედო ალავერდაშვილი, გიორგი კალატოზიშვილი და გიორგი ბუთხუზი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. როგორც კალატოზიშვილის ადვოკატი, ზაურ მინდიაშვილი, ამბობს, თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერ არ უსაუბრია და შესაბამისად ვერ იტყვის აღიარებს თუ არა კალატოზიშვილი ბრალს. “არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ამ ეტაპზე. […]

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის შვილის, ცოტნე ხარატიშვილის, დაღუპვისთვის შმაგი რამაზაშვილს 7 წელი მიესაჯა

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის შვილის, ცოტნე ხარატიშვილის, დაღუპვისთვის შმაგი რამაზაშვილს 7 წელი მიესაჯა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის ერთადერთი ვაჟი, 21 წლის ცოტნე ხარატიშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ, გარდაცვლილის მეგობარს, შმაგი რამაზაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ნასვამ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 7-წლიანი პატიმრობა ამ […]

ბაჩო ახალაია ციხიდან 2022-ის მარტში გამოვა – “მას 4 თვე უკანონოდ დაუმატეს”

ანი ნადარეიშვილი - ”ბაჩო ახალაია თეთრაძის საქმეზე სტრასბურში იჩივლებს”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ადვოკატ ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ახალაია პენიტენციურ დაწესებულებას სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს. „ბაჩოს საბოლოოდ, 9-წლიანი სასჯელი განესაზღვრა, რომელიც 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, მაგრამ მოსამართლის საბოლოო განჩინებით, ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ ჩაუთვალეს და როცა ბოლოს მიუსაჯეს, იქიდან დაუწყეს ვადის ათვლა. გამოდის, რომ ის […]

გორში ნაცმოძრაობის ოფისის მინების ჩამსხვრევისთვის 3 პირი დააკავეს

გორში ნაცმოძრაობის ოფისის მინების ჩამსხვრევისთვის 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 3 პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ, 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა.დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები […]

გორში ნაცმოძრაობის ოფისი დაარბიეს

გორში ნაცმოძრაობის ოფისი დაარბიეს

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბადრი ბასიშვილმა განუცხადა, დამტვრეულია მინები და დაზიანებულია ინვენტარი. როგორც ბასიშვილმა განაცხადა, პარტიის ოფისს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. „როგორც ვიცი, ეს იყო ჯგუფურად დაგეგმილი თავდასხმა, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ. ეს 2012 წლიდან უკვე მე-6 ფაქტია, მათ შორის ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს […]

სოფო სიხარულიძე – “გიორგი რურუას გათავისუფლება თუ გადაწყვიტეს, გზის მოძებნა არ გაუჭირდებათ”

სოფო სიხარულიძე - "გიორგი რურუას გათავისუფლება თუ გადაწყვიტეს, გზის მოძებნა არ გაუჭირდებათ"

“თუ მიხვდებიან, რომ საჭიროა გიორგის გათავისუფლება, ეს მათ არ გაუჭირდებათ”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას მეუღლემ, სოფო სიხარულიძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა. “ძალიან მარტივი საქმეა. როდესაც ამის პოლიტიკური ნება იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც შეუძლიათ გიორგის გამოშვება და ასევე, პრეზიდენტთან არის, თუ არ ვცდები, 20 ათასამდე ხელმოწერა საზოგადოების […]