გორში 12 წლის გოგონამ იმშობიარა – დაკავებულია 50 წლის მამაკაცი

გორში 12 წლის გოგონამ იმშობიარა - დაკავებულია 50 წლის მამაკაცისამართალდამცავებმა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში 50 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ვადით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ქართლის” ცნობით, გოგონამ 1 წლის წინ, 2020 წელს იმშობიარა, დღეს ის 13 წლისაა.

სოციალურ სააგენტოს ფაქტის შესახებ თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროს ადმინისტრაციამ აცნობა. ჩვილთან ერთად, მოზარდი საცხოვრებლად თავშესაფარში გადაიყვანეს.

გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაასახლეს, სადაც 10 წელი გაატარეს.

10 წლის შემდეგ, მოზარდის დედამ, მცირეწლოვანი შვილები, სკოლიდან წაიყვანა და საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანა.

,,თუმცა, ეს ბინა კვლავ მათია და დედა ხშირად ჩამოდის ხოლმე. დაკავებული მამაკაცი სადაურია, არ ვიცით,” – ამბობენ სოფელში.