რატომ დააკავეს ახრა ავიძბა – მისი ახლობლები ავიძბას გამოშვებას ითხოვენ

რატომ დააკავეს ახრა ავიძბა - მისი ახლობლები ავიძბას გამოშვებას ითხოვენსოხუმში 4 მარტს საღამოს დაკავებული ახრა ავიძბას ნათესავები და ახლობლები ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან არიან შეკრებილი.

მათი ნაწილი სამსახურში იყო შესული, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ ახრა ავიძბას დაკავების მიზეზი ისაა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მას დაჰყვებიან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც უკანონოდ არიან შეიარაღებული.

ეს პირები ასევე არიან დაკავებული.

ავიძბას მომხრეები დაშლას არ აპირებენ. ისინი ახრა ავიძბას გათავისუფლებას ელიან.