ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა, მეც მოვკვდი იმ დღეს, – ამ სიტყვებით მიმართა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მორაგბემ არჩილ გაგნიძემ სასამართლო პროცესზე პროკურორებს. არჩილ გავნიძე საკუთარ საბოლოო სიტყვას, რამდენიმე წუთის განმავლობაში წარმოთქვამდა. მან შემთხვევის დღე დეტალურად გაიხსენა. “რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი გამოძიებას და დავაფიქსირე ჩვენებაში. გამომძიებელს რომ უნდოდა ის მეღიარებინა, რაც […]
კატეგორია: სამართალი
“მითხარი, ვისთან მიღალატე!” – გ.ხ. ცოლს იატაკზე ფეხებს ურტყამდა, ბოლოს კი ცივი შხაპის ქვეშ დააყენა
საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში, გ.ხ.-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მეუღლეს – ს.მ.-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან […]
შპს ორბიტას დირექტორ მ.კ-ს ბათუმის სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, შპს „ორბიტას“ დირექტორი მ.კ დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო […]
426.352 ლარის ყალბი აქტივის მითვისებისთვის 3 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426.352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიების პროცესში, […]
თამარაშვილზე იარაღი იპოვეს – დაკავებულია 1 პირი
თამარაშვილის ქუჩაზე, 21 ნომერში პოლიციაა მობილიზებული. ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღია ნაპოვნი. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შსს ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: “ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი: სამართალდამცველებმა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ბრალდებულის კუთვნილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების ამოიღეს, რომელზედაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით […]
ჭიათურაში დაკარგული კახა კახიანი გარდაცვლილი იპოვეს
24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ჭიათურაში ოჯახის წევრები 27 თებერვლიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის კახა კახიანი, რომელიც ჭიათურაში გაუჩინარდა, მცხეთაში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მას, სავარაუდოდ, მანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) დაიწყო. იპნ
სუსმა სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის […]
გლდანში მომხდარი დაჭრისთვის ა.შ. დააკავეს – ვიდეო
შსს-მ გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ მის განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.შ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 თებერვალს, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, […]
არჩილ გაგნიძის ადვოკატი – “ბრალდების სიტყვა სამარცხვინო იყო”
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სამარცხვინო იყო და „სწორედ ის ჰგავდა ჰაერში გასროლილ სიტყვებს“. აღნიშნულით ადვოკატმა პროკურორის კომენტარს უპასუხა, რომელიც მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სიტყვები ჰაერშია გასროლილი. მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება. „ჰაერში გასროლილი სიტყვები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვა იყო, […]
“ზარი დარეკეს და ირაკლი ბარნაბიშვილს 4-ჯერ ესროლეს” – გლდანში სროლის ახალი დეტალები
გუშინ გლდანში, მეოთხე მიკრორაიონში მამაკაცი დაჭრეს. როგორც ტელეკომპანია „პირველთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, თავდამსხმელები წინასწარ გათვლილი გეგმით მოქმედებდნენ. ისინი დაელოდნენ, როდის წავიდოდნენ ირაკლი ბარნაბიშვილის სახლიდან სტუმრები. ამის შემდეგ მის საცხოვრებელ სახლში ავიდნენ. კარზე ზარი დარეკეს და კარის გაღებისთანავე მას ოთხი ჭრილობა მიაყენეს. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის […]










