კატეგორია: სამართალი

“ზეწრები დახეული ეყარა. ბევრი ნაფეხური იყო” – ახალციხეში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

"ზეწრები დახეული ეყარა. ბევრი ნაფეხური იყო" - ახალციხეში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, 27 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მისმა ახლობელმა ნახა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტმა სიკვდილის მიზეზი უნდა დაადგინოს. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ პირველადი ვერსია – გაზით გაგუდვა, განზრახ მკვლელობამ შეცვალოს. „ორი დღეა არ მინახავს. ნათესავი მოვიდა დღეს, კარი ღია დახვდა, შევიდა სახლში და ყველაფერი არეულ-დარეული იყო. შეეშინდა […]

სროლა გლდანში – 1 ადამიანი დაჭრეს

სროლა გლდანში - 1 ადამიანი დაჭრეს

გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, მე-4 მიკრორაიონში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაჭრილია 1 ადამიანი. ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე დაპირისპირება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

გორში მტკვარში ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორში მტკვარში ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორში მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის დაასრულეს. გარდაცვლილია ასაკოვანი მამაკაცი. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია.

ვახო სანაიაზე თავდასხმის გამო დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიაზე თავდასხმის გამო დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად […]

ქუთაისის ციხეში პატიმარმა ზაზა ჩაფიძემ მუცელი და ხელები გადაისერა

ქუთაისის ციხეში პატიმარმა ზაზა ჩაფიძემ მუცელი და ხელები გადაისერა

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა ჩაფიძეს დაზიანება მუცლის არესა და ხელებზე აღენიშნება. პატიმრის მეუღლის, ადვოკატ ნინო მეფარიშვილი ინფორმაციით, პატიმარმა დაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მას ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და საავადმყოფოში არ გადაჰყავთ. ამ დროისთვის ბრალდებულის მდგომარეობა რთულია, ადვოკატის ინფორმაციით, მას ჭრილობებზე სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, რადგან ციხეში მედიკამენტები არ […]

ზუგდიდში პოლიციამ ოქროს ბირჟაზე თავდამსხმელი მოკლა

ზუგდიდში პოლიციამ ოქროს ბირჟაზე თავდამსხმელი მოკლა

დღეს, 26 თებერვალს, ზუგდიდში  ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს. ინციდენტის შესახებ შსს-მ ასეთი განცხადება გააკეთა: “ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და […]

პროკურატურა – “გადაიხადოს მელიამ გირაო და მის გამოშვებას მოვითხოვთ”

პროკურორი გულუაშვილი - "თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა"

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. შესაბამისი განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. „2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით […]

ვახო სანაიას თავს ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დაესხნენ

ვახო სანაიას თავს ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დაესხნენ

ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი, სულიკო საყევარაშვილი – ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულების ვინაობა ცნობილია. ისინი “ქართულ ოცნებსთან” დაახლოებული პირები არიან. ვაჟა გიგაური არის ერთ-ერთი, რომელიც ინციდენტის დროს ყველაზე აქტიური იყო და სანაიას უთხრა, მისი სახე დაემახსოვრებინა. “მთავარის ინფორმაციით” ვაჟა გიგაური “კორცხელის ინციდენტის” ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, გიორგი გიგაურის, იგივე ჯიჯეს ახლობელია და ისინი ერთ სადარბაზოში […]

ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის პოლიციამ 3 პირი დააკავა – ვიდეო

ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის პოლიციამ 3 პირი დააკავა - ვიდეო

პოლიციამ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი – 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში […]

ვახო სანაიას 3 ადამიანი თავს დაესხა – “ერთი მათგანი ჩემი ცოლის ყოფილი მეზობელი იყო”

ვახო სანაიას 3 ადამიანი თავს დაესხა - "ერთი მათგანი ჩემი ცოლის ყოფილი მეზობელი იყო"

24 თებერვალს ღამით ტვ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ. „წუხელ, დაახლოებით 1-ის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი. იქიდან წამოვედით წყნეთის ქუჩაზე ვაკეში, დავტოვეთ ერთი ადამიანი, მაგრამ, ცენტრალურ გზაზე ვეღარ ვბრუნდებოდით, ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, მოყინული იყო და გამოვიძახეთ […]