ჭიათურაში დაკარგული კახა კახიანი გარდაცვლილი იპოვეს

ჭიათურაში დაკარგული კახა კახიანი გარდაცვლილი იპოვეს24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ჭიათურაში ოჯახის წევრები 27 თებერვლიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 24 წლის კახა კახიანი, რომელიც ჭიათურაში გაუჩინარდა, მცხეთაში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

მას, სავარაუდოდ, მანქანა დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) დაიწყო.

იპნ