გორში ნაცმოძრაობის ოფისის მინების ჩამსხვრევისთვის 3 პირი დააკავეს

გორში ნაცმოძრაობის ოფისის მინების ჩამსხვრევისთვის 3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 3 პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ, 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა.დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. მოგვიანებით კი პოლიციამ თ.ა. დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.