თამარაშვილზე იარაღი იპოვეს – დაკავებულია 1 პირი

თამარაშვილზე იარაღი იპოვეს - დაკავებულია 1 პირითამარაშვილის ქუჩაზე, 21 ნომერში პოლიციაა მობილიზებული. ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღია ნაპოვნი. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შსს ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

“ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი:

სამართალდამცველებმა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე ბრალდებულის კუთვნილი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების ამოიღეს, რომელზედაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.”

მთავარი