შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი – 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო […]
კატეგორია: სამართალი
ნიკორას თანამშრომელი დანით დაჭრეს
თბილისში, დიღმის მასივში სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრას წინ საწყობის თანამშრომელსა და დაუდგენელ პირს შორის კამათი უძღოდა, რის შემდეგაც დაუდგენელმა პირმა მამაკაცი დანით დაჭრა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. “ჩვენ ახალი ცვლა ვართ და არაფერი არ ვიცით”, – ამბობს “ნიკორას” ერთ-ერთი თანამშრომელი. შემთხვევა 25 […]
ტაქსის მძღოლს გაყინული პელმენის გამო 3 წელი ციხე ემუქრება
26 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაქსის მძღოლისა და მგზავრის საქმეს განიხილავენ. მგზავრმა მძღოლს დანიშნულების ადგილზე მიყვანისას დალოდება სთხოვა. ტაქსის მძღოლმა 10 წუთიანი ლოდინის შემდეგ ადგილი დატოვა. სამი დღის შემდეგ კი მას პოლიცია დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, მგზავრმა ტაქსისტს უჩივლა, რადგან ავტომობილში გაყინული პელმენი დარჩა და ის მძღოლისგან მხოლოდ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო და პროკურატურა ტაქსის მძღოლისთვის სამი წლით […]
სუსმა ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავა – ვიდეო
მიმდინარე წლის 25 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით […]
მასობრივი ცემა-ტყეპა რუსთავში – რამდენიმე კაცი დააკავეს
ჩხუბი და ხმაური რუსთავში. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა. მალევე მამაკაცებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. როგორც თვითმხილველები სააგენტოსთან აცხადებენ, პოლიციამ სცადა სიტუაციის განმუხტვა, თუმცა მამაკაცები ჩხუბს აგრძელებდნენ, რის შემდეგაც პოლიციას რამდენიმე პირის დაკავება მოუწია. ინფო რუსთავი
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის ირაკლი ფანგანი დააკავეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც სამართალდამცველებმა დაკავებულს, ირაკლი ფანგანს განუმარტეს, ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მისი დაკავება “ალტერნატივას” ოფისთან მოხდა. ამასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბონდო თედორაძის ინფორმაციით, დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მოქალაქის დაკავება უკანონოდ მოხდა. ინფორმაციისთვის, ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან […]
სექს-მუშაკი კლიენტს პოლიციის მანქანამ მიუყვანა – პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიცია გოგონებს გამოძახებით ესკორტად ემსახურება და ამაში სოლიდურ გასამსჯელოს იღებს. სექს-მუშაკების გამოძახების საიტზე პირველივე მცდელობისას სექს-მუშაკის გამოძახება კომენდანტის დროს მარტივად მოხერხდა. მსგავსი შინაარსის განცხადება, რომ ქალები 21:00 მერეც გადიან, ბევრი იძებნება. ფორმულას ექსპერიმენტის დროს, ერთ-ერთ მისამართზე ქალი გამოძახებით კომენდანტის დროს ტოიოტა ქამრიმ მიიყვანა. […]
“ჩემი სალომე დაიბადა იმისთვის, რომ გარდაცვლილიყო” – მამა გრიგოლი შვილის მკვლელის დასჯას არ ითხოვს
სოფელი ვაზისუბანი, 3 ნოემბერი. საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში, ცენტრალურ მაგისტრალზე ორი გოგონა მოპედით მოძრაობდა, შებინდებულზე დები სასეირნოდ გამოვიდნენ, იმ დღეს სოფელში ძლიერი ნისლი იყო. მოპედის საჭესთან სალომე მთვარელიშვილი იჯდა, გოგოს მართვა ახალი ნასწავლი ჰქონდა და სწრაფად არ მოძრაობდა, თუმცა, საღამოს გასეირნება მოზარდი დებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მოპედზე მსხდომ გოგონებს სოფელ ვაზისუბნის მაგისტრალზე მსუბუქი მანქანა დაეჯახა. მოპედის […]
იტალიაში 31 წლის ქართველი მამაკაცი სოლარიუმში ჩამომხრჩვალი იპოვეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. პოლიციამ კი დაკარგული ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში ჩამომხრჩვალი იპოვა. აღსანიშნავია, რომ იტალიაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო სოლარიუმები არ ფუნქციონირებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე იპოვეს გარდაცვლილის პირადი ნივთებიც. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. რუსთავი 2
„მკვლელი ხარ, ხო გელანდება ჩემი შვილის სახე, კიდევ მოგელანდება“… – გიორგი შაქარაშვილის დედა
გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა თამუნა შავლაშვილმა, საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლო დარბაზში მიმართა .შაქარაშვილის დედის დაკითხვის სტენოგრამას “ნოდარ მელაძის შაბათი” ავრცელებს. თამუნა შავლაშვილი ერთ-ერთ ბრალდებულს მიმართავს: “ხო გელანდებოდა სიზმარში, კიდევ მოგელანდება ჩემი შვილი. კარგად დაიმახსოვრე მისი სახე”. შავლაშვილი ამბობს, რომ განსასჯელის სკამზე მყოფი 5 პირი დამნაშავეები კი არა “მკვლელები არიან”. “მკვლელები არიან, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები”- […]










