გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილის განცხადებით,ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა. მისი თქმით, სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. “აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა, არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და […]
კატეგორია: სამართალი
ვანში ტაქსის მძღოლმა მეორე მძღოლი დაჭრა
ვანში ტაქსის მძღოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას დაჭრა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მაია რჩეულიშვილს ამნისტია შეეხო, მაგრამ გასათავისუფლებლად დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება
„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე, „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონი შეეხო, თუმცა პენიტენციური დაწესებულების დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განაცხადა, რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონით სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ის მუხლები, რომლის მიხედვითაც რჩეულიშვილია გასამართლებული, ორ დათქმას ითვალისწინებს. კერძოდ, დაზარალებულების დაკმაყოფილებას და მათ თანხმობას. ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, […]
რუსუდან კერვალიშვილი ციხიდან 31 მარტს გამოვა
„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს. მას აღნიშნულ დროს სასჯელი სრულად ექნება მოხდილი. ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის […]
ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გაათავისუფლეს – გირაოს 20-20 ათას ლარს გადაიხდიან
თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ. პროკურატურამ პროცესზე თოთეული ბრალდებულისთვსი 30-30 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, გარდა ამისა, კარტოგრაფებს არ უნდა დაეტოვებინათ სახელმწიფო საზღვარი და ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ. დაცვის მხარე პროცესზე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და ბრალდბეულების აღმკვეთის გარეშე გათავისუფლებას […]
პროკურორი სადრაძე – “მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დავაყენებთ”
პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის – გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. შესაბამისი შუამდგომლობით უწყება სასამართლოს რამდენიმე წუთში მიმართავს. ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, […]
ენზელ მკოიანის ძმის ცოლმა თავი მოიკლა – ინგლისურის მასწავლებელი ხიდიდან გადახტა
დღეს, 27 იანვარს, ახალქალაქში ხიდიდან შუახნის ქალი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე, ყოფილ სამხედრო დასახლებასთან მოხდა. გარდაცვლილი ქალი “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის, რძალია – მისი ძმის, მარტუნ მკოიანის, მეუღლე. ქალი ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ენზელ მკოიანი იმ გარემოებებზე საუბრობს, რომლებმაც, მისი მტკიცებით, მისი ძმის ცოლი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. „ეს […]
სუსმა ბორჯომის მერიის თანამშრომელი და 1 პირი დააკავა
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი […]
კახეთის პოლიციის უფროსი ზურაბ ბერიკაშვილი გადადგა
კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ზურაბ ბერიკაშვილს 2017 წლიდან კახეთის სამხარეო პოლიციაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო მოგვიანებით დააწინაურეს და 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბერიკაშვილის წასვლას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, ვინ ჩაანაცვლებს მას. ბერიკაშვილი მუშაობას თბილისში, ცენტრალური ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად გაგრძელებს. იპნ
„ოცნების“დეპუტატი ხელისუფლების წინააღმდეგ
ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია, აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დამტკიცება შეუძლებელია. ოთარ მარშავა დახმარებას და სამართლის აღდგენას ითხოვს – საქმე ეხება 4.500 კვადრატულ მეტრს, სადაც 5 შენობა-ნაგებობა დგას. უძრავი ქონება ოთარ მარშავამ 2017 წელს 800.000 $-ად ლეილა ხუნჯუასგან შეიძინა. საბუთები საჯარო რეესტრში და ნოტარიუსთან გაფორმდა. ქონების შეძენიდან 1 წლისა და […]










