ვანში ტაქსის მძღოლმა მეორე მძღოლი დაჭრა

ვანში ტაქსის მძღოლმა მეორე მძღოლი დაჭრავანში ტაქსის მძღოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას დაჭრა მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.