პროკურორი სადრაძე – “მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დავაყენებთ”

პროკურორი სადრაძე - "მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დავაყენებთ"პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის – გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. შესაბამისი შუამდგომლობით უწყება სასამართლოს რამდენიმე წუთში მიმართავს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება აბსოლიტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული ამიტომ, ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება. რადგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლიტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი. ამ ეტაპისათვის, მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძეიბს გამოყენებას. ჩვენ ბრალდებულებების ქმედების აღიარება ვიდეოაუდიო მტკიცებულებებით მოვიპოვეთ, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით საკმაოდ პრინციპულები“, – აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

იპნ