ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გაათავისუფლეს – გირაოს 20-20 ათას ლარს გადაიხდიან

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გაათავისუფლეს - გირაოს 20-20 ათას ლარს გადაიხდიანთბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ.

პროკურატურამ პროცესზე თოთეული ბრალდებულისთვსი 30-30 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, გარდა ამისა, კარტოგრაფებს არ უნდა დაეტოვებინათ სახელმწიფო საზღვარი და ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

დაცვის მხარე პროცესზე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და ბრალდბეულების აღმკვეთის გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის მოთხოვნა სრულიად დააკმაყოფილა, რომელიც მელაშვილის სამსახურიდან გაშვებასაც მოიცავს.

მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.