54 წლის მამაკაცი, რომელიც ხაშურში 15 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალს არ აღიარებს, ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.
დაკავებულის მეზობლები ამბობენ, რომ ბრალდებული წარსულში სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა, ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.
“ამბობენ, გოგონას ეფერებოდაო, გაუპატიურება არ ყოფილა, გოგონა 14-15 წლისაა” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შსს გამოიძიებას 138 მუხლით აწარმოებს, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მთავარი

