კატეგორია: სამართალი

ირაკლი ღლონტს ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

ირაკლი ღლონტს ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ირაკლი ღლონტს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

სუსმა თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავა – ვიდეო

სუსმა თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავა - ვიდეო

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1.000 ლარის […]

მოსამართლე ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას 4 წელი მიუსაჯა

მოსამართლე ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას 4 წელი მიუსაჯა

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა. გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა გუშინ წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია და […]

თბილისში დაკავებული ლევან ბარათელი ესპანეთში მცხოვრები კანონიერი ქურდის, ლაშა ბარათელის, ძმაა

თბილისში დაკავებული ლევან ბარათელი ესპანეთში მცხოვრები კანონიერი ქურდის, ლაშა ბარათელის, ძმაა

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ლევან ბარათელი, ესპანეთში მყოფი ქართველი “კანონიერი ქურდის” ლაშა ბარათელის, მეტსახელად “ჭიას” ძმაა. სწორედ ძმებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გახდა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გამოძიებისთვის, რის შემდეგაც თბილისში დაკავების ოპერაცია დაიგეგმა. საუბრის მიხედვით, თბილისში მყოფი ლევან ბარათელი, ძმასთან ათანხმებს დეტალებს, როგორ უნდა მოხვდეს ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული თანხა კრიმინალური ავტორიტეტების ხელში. იმ […]

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის ირაკლი ღლონტი დააკავეს – ვიდეო

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის ირაკლი ღლონტი დააკავეს - ვიდეო

წყნეთში ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის გამო პოლიციამ ირაკლი ღლონტი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“თუ არჩილ კბილაშვილს ცრუ და პროვოკაციული განცხადებების პოვნა უნდა, ვურჩევ, საკუთარ პასქვილებს გადაავლოს თვალი…“

"თუ არჩილ კბილაშვილს ცრუ და პროვოკაციული განცხადებების პოვნა უნდა, ვურჩევ, საკუთარ პასქვილებს გადაავლოს თვალი...“

„მინდა მოკლედ გამოვეხმაურო დავით ზეიკიძის ინტერესების დამცველ, ბ-ნ არჩილ კბილაშვილს, რომელიც სამწუხაროდ დიდი ხნის გასულია პროფესიული ეთიკის ფარგლებს და აგერ უკვე მერამდენე თვეა, სხვადახვა ფორმით ამახინჯებს რეალურ ფაქტებს და ყოვლად უმსგავსოდ ცდილობს ჩემს სასარგებლოდ მეტყველი ფაქტები, საკუთარ კლიენტს მოარგოს, ხოლო სადაც ეს არ გასდის, ყოველგვარი საღი აზრის გარეშე, კორუმპირებულის იარლიყს მაკერებს. ყველას ხომ კარგად გვესმის, […]

პოლიციელ ლადო ფრიდონაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

პოლიციელ ლადო ფრიდონაშვილს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ არაგვისპირთან მოხდა, რის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა პოლიციელი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, […]

ლერი სულაბერიძე – “არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია”

ლერი სულაბერიძე - "არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია"

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე – პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა წყნეთში სროლა მისი ავტომობილის მიმართულებით. როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში, მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს. ლერი სულაბერიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მანქანიდან მოხდა გასროლა. “ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით […]

ზეიკიძეები ირაკლი დუმბაძეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს სთხოვენ

ზეიკიძეები ირაკლი დუმბაძეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს სთხოვენ

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდის“ 50%-იან  წილთან დაკავშირებულმა დავამ, რომლის დეტალების მხარეთა მიერ განხილვის პროცესმაც, მეორე თვეა რაც მედიაში გადაინაცვლა, დრამატული ხასიათი შეიძინა. რამდენიმე დღის წინ ირაკლი დუმბაძემ, გავრცელებული განცხადებით მორიგჯერ დაადანაშაულა დავით ზეიკიძე 90-იანი წლების მეთოდებით მოქმედებასა და უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში. მის ვაჟებს კი ხელმოცარულები, ბოღმით დაბრმავებულები, არაფრის შემქმნელები და მისი ნაშრომის ხარჯზე მილიონების […]