“გამოძიება შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ტელეფონით 40 დღის შემდეგ დაინტერესდა“

“გამოძიება შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ტელეფონით 40 დღის შემდეგ დაინტერესდა“გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი, 23-ე ტომიდან ორი მნიშვნელოვანი გარემოება ხდება ცნობილი.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება შაქარაშვილის გაუჩინარებიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ დაინტერესდა “ტოიოტა ქემრის” ერთ-ერთი მგზავრისა და ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის მობილური ტელეფონით და 18-19 ივნისს განხორციელებული ზარებით.

ახალ ტომში არსებული ჩანაწერით, რომელიც საგამოძიებო უწყებას ეკუთვნის დგინდება, რომ რევაზიშვილის ტელეფონი 28 ივლისს ამოიღეს. ასევე ფიქსირდება ბრალდებულის კუთვნილი ტელეფონიდან 18 ივნისის ღამეს განხორციელებული ზარები.

ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, ზურაბ ნადირაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ დაინტერესდა გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტელეფონით მხოლოდ ახლა.

“ახლა რატომ დაინტერესდა, ეგ როგორ გითხრათ, ეგ საგამოძიებო უწყებამ უნდა გითხრათ. უბრალოდ, ვადასტურებთ იმას, რომ არაფერი დასამალი არ გვაქვს. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან ბოლომდე. მიმოწერები არ განუხორციელებია, იყო მხოლოდ ზარები”, – განაცხადა უფლებადამცველმა “ფორმულასთან” საუბარში.