“ჩემს შვილს მანქანით გადაუარა, შემდეგ გულზე 20 ლარი დაუგდო, ესეც შენი ფულიო”- გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას ითხოვს

“ჩემს შვილს მანქანით გადაუარა, შემდეგ გულზე 20 ლარი დაუგდო, ესეც შენი ფულიო”- გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას ითხოვსსაგარეჯოში, სოფელ ქეშალოში ორი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახის წევრები მისი შვილის საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

საქმე ეხება ორი წლის წინ სოფელშიი მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, ადგილობრივების თქმით, 33 წლის ბიჭი,თამრაზ ეიბოვი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, 33 წლის ბიჭი ერთ-ერთ ოჯახში დამხარედ მუშაოდა, თუმცა, სამუშაოს შესრულების შემდეგ მას კუთვნილი 50 ლარი არ მისცეს. როდესაც ახალგახრდა მამაკაცი ყოფილ დამსაქმებელს შეხვდა, იკითხა, რატომ არ აძლევდა მის კუთვნილ 50 ლარს. ადგილობრივების თქმით, ამან დაპირისპირება გამოიწვია და ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი მიატოვეს, გულზე კი 20 ლარი დაადეს.

“ჩემი შვილი დამქირავებელს ხელფასს სთხოვდა. ჯერ იჩხუბეს. ჩემს შვილს თავში რკინა ჩაარტა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და გულზე 20-ლარიანი დაუგდო, ესეც შენი 20 ლარიანიო,”- აცხადებს გარდაცვლილის მამა.

ამასთან, ცნობილია, რომ შემთხვევა დღისით მოხდა და მომხდარს უამრავი მოწმე ჰყავს. ოჯახის წევრების განცხადებით, მათ იციან, ვინ მოკლა 33 წლის ბიჭი, თუმცა გამოძიება დამნაშავეებს არ სჯის.

მეტრონომი