სპეცოპერაცია ზუგდიდში – დაკავებულია მამაკაცი, ამოღებულია ნარკოტიკები

სპეცოპერაცია ზუგდიდში - დაკავებულია მამაკაცი, ამოღებულია ნარკოტიკებისპეცოპერაცია ზუგდიდში – “კურიერის” ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სახლიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია 40 წლამდე მამაკაცი.

დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მუხლი ცნობილი მას შემდეგ იქნება, რაც სახლიდან ამოღებულ ნივთიერებებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.