ზუგდიდში ლევან ძაძუა დააკავეს, თბილისში – კახაბერ დგებუაძე

ზუგდიდში ლევან ძაძუა დააკავეს, თბილისში - კახაბერ დგებუაძესპეცოპერაციები თბილისსა და ზუგდიდში – დაკავებულია “ტყის ძმების” დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ლევან ძაძუა. სამართალდამცველებმა ის იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზიდან საცხოვრებელი სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება. დაკავებული კი ფოთის დროებით საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული.

სამეგრელოში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა თბილისში, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ე.წ. კანონიერი ქურდის, ზურაბ დგებუაძის ბიძაშვილის, კახაბერ დგებუაძის დაკავება.

ბოლო ორ კვირაში კი სამართალდამცველებმა უკვე 5 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი აიყვანეს.

დავით შენგელია “მთავართან” სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ ორივე მათგანს კარგად იცნობს, თუმცა არც ძაძუას და არც დგებუაძის დაკავების მიზეზი არ იცის.