კატეგორია: სამართალი

სუსმა უცხოური საწარმოს თანამშრომელი დააკავა – ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 23 მაისს დაიწყო. გამოძიებით დგინდება, რომ მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ზედამხედველობას უწევდა, ქ. ფოთში, შპს “ტაჰალ გრუპ ბ.ვ.“-ისა […]

“თბილისის სპეცრაზმი მოვარდა, ააწიოკეს სახლი, ხალხი ცუდად გახდა” – სპეცოპერაცია წეროვანში

სპეცოპერაცია წეროვანში – გენერალი დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი ომის ვეტერანები სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამის შესახებ ჭანკოტაძემ ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა. მე ახლა ვარ წეროვანში, დაახლოებით საღამოს რვა საათზე მოვარდა აქ თბილისის სპეცრაზმი, ჩვენს ბიჭებთან, ააწიოკეს სახლი. ხალხი ცუდად გახდა, მშობლები ჩვენი ბიჭების, დედა გახდა ცუდად. რეალური მიზეზი […]

ყელგამოჭრილი დავით სვიანაძე აივანზე ცოლმა იპოვა – ბრალდებული ჰასან დოგანი დანაშაულს არ აღიარებს

გორში, ბერუაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ღამის 2 საათზე ქალის ყვირილი გაიგეს. დახმარებას პოლიციელ დავით სვიანაძის ცოლი ითხოვდა, რომელმაც ყელის არეში დაჭრილი მეუღლე სახლის აივანზე აღმოაჩინა. ერედვის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ამავე სახლში მცხოვრებმა მდგმურმა მიაყენა. 31 წლის ჰასან დოგანმა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტერიტორია დატოვა, თუმცა, ადგილზე დარჩა დანაშაულის იარაღი – დანა. დოგანმა თანამშრომელთან ერთად სვიანაძის კერძო სახლში ერთი სართული […]

პოლიციელ დავით სვიანაძის მკვლელობისთვის დაკავებული თურქი მამაკაცი “ჯეო სოლუშენში” მუშაობდა

მოკლული პოლიციელის, დავით სვიანაძის მეზობლების განცხადებით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც შსს-მ პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავა, გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ ქაღალდის საამქროში მუშაობდა. “ნიუპოსტის” ცნობით, ,,ჯეო სოლუშენ” – ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც თურქი მეწილე ჰყავს და 30 წლის მამაკაცი, სამუშაოდ სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი. რა პოზიციაზე მუშაობდა პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უცნობია, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული და ჟურნალისტებს […]

სოფია ნიკოლეიშვილის დაღუპვის ფაქტზე სკოლა “ალბიონის” 2 პედაგოგს ბრალი წარედგინა

2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხში ტრაგიკულად დაღუპული სოფია ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს პროკურატურამ ბრალი გულგრილობის მუხლით წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა. საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. „საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]

გორში მოკლული პოლიციელი დავით სვიანაძეა – ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა

გორში წუხელ მოკლული პოლიციელი 44 წლის დავით სვიანაძეა. მას დანით ჭრილობა მდგმურმა, თურქეთის მოქალაქემ, მიაყენა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახის სხვა წევრებს ეძინათ. ბრალდებული კვერნაქის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შემთხვევა ბერუაშვილის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული სვიანაძისგან, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი […]

გორში პოლიციელ დ.ს-ს მკვლელობისთვის მისი მდგმური, უცხოელი ჰ.დ. დააკავეს – ვიდეო

გორში პოლიციელის მკვლელობის გამო შსს-მ უცხოეთის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის – დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების […]

გორში პოლიციელი მისმა უცხოელმა მდგმურმა მოკლა

წუხელ, გორში 44 წლის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გარდაცვლილი დ.ს.-ს სამსახურებრივ მოვალეობას არ უკავშირდება. პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, საქართველოს მოქალაქე არ არის და გარდაცვლილის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა. „გორმედის“ ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]

“გოგო განწირული ხმით ღრიალებდა, მერე სახლში შევარდა და ცეცხლს ტანზე შლანგით იქრობდა”

მამაკაცის მიერ ყოფილი შეყვარებულის, 23 წლის ახალგაზრდა ქალის, მკვლელობის მცდელობის თვითმხილველები დაკითხეს. მეზობლებმა დაინახეს, როგორ სცადა ახალგაზრდა მამაკაცმა ქუჩაში ქალის დაწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა წინასწარ დაგეგმა ეს დანაშაული, რა მიზნითაც წინასწარ აღმართა ხელოვნური ბარიერები იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ხელი არ შეეშალათ მკვლელობაში, რა მიზნითაც წინასწარ შეძენილი საწვავით სცადა ყოფილი შეყვარებულის დაწვა. “გავიგე აფეთქების […]

სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილების გამო, დავით ზეიკიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა

კომპანია „ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით, „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა დავით ზეიკიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს წერილით მიმართა. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „ბატონო ბიძინა, უპირველეს ყოვლისა, გიდასტურებთ პატივისცემას და გისურვებთ დიდ წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ შრომასა და ბრძოლაში. ვხედავ, თქვენი განწყობა ისეთივეა, როგორიც 2011 წელს იყო, – შეუპოვარი და სამართლიანი. მაშინ, მე, ჩემი ოჯახის წევრები და კიდევ უამრავი ადამიანი, […]